კალათბურთი

13:50 | 26.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონის მორიგი მიღწევა

“კლივლენდის” ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა “ბრუკლინთან” შეხვედრაში (121:114) 37 ქულა მიითვალა და ნბა-ს მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში ქულათა მარაგი 2009-მდე გაზარდა. ამგვარად, ლებრონმა კარიერაში მეათედ მოახერხა სეზონში 2000-ქულიანი ზღვარის გადალახვა და ამ შედეგით ნბა-ს ისტორიაში მესამე კალათბურთელი გახდა.

მსგავსი შედეგი აქამდე მხოლოდ ორ კალათბურთელს ჰქონდა - მაიკლ ჯორდანს და კარლ მელოუნს. ჯორდანს 11 სეზონი დაუსრულებია 2000-ზე მეტი ქულით, მელოუნს კი - 12.

ლებრონ ჯეიმსი მიმდინარე სეზონში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 27.5 ქულას აგროვებს.

0.112731