ფეხბურთი

1:19 | 26.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს ზღაპრული წინადადება ანტონიო კონტეს

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ზაფხულიდან შესაძლოა, “პარი სენ ჟერმენის” თავკაცის რანგში ვიხილოთ. ბრიტანული Guardian-ის ინფორმაციით, ფრანგული გუნდი იტალიელს ფანტასტიკურ პირობებს სთავაზობს.

11.5 მილიონი ევრო სეზონში! მართლაც ჩინებული წინადადებაა, რომელზეც უარის თქმა კონტეს ნამდვილად გაუჭირდება. გარდა ამისა, პსჟ მზადაა ანტონიოს ყველა კაპრიზი დააკმაყოფილოს და ნებისმიერი სასურველი ფეხბურთელი შეიძინოს. ამ ფუფუნებას კი, კონტე “ჩელსიში’ მოკლებელია და ხელმძღვანელობასთან დაძაბული ურთიერთობაც ამითაა გამოწვეული.

იტალიის ნაკრების ექსთავკაცს “არისტოკრატებთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2019 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ყველა დარწმუნებულია, რომ სეზონის ბოლოს კონტე ლონდონს დატოვებს. თავის მხრივ, იგივე ბედი ელის პსჟ-ს ამჟამინდელ დამრიგებელ უნაი ემერისაც, რომლის მუშაობა კრიტიკულად ფასდება.

აქვე აღვნიშნოთ, რომ პარიზული კლუბის შესაძლო მწვრთნელთა შორის მასიმილიანო ალეგრი, დიეგო სიმეონე, ტომას ტუხელი, მაურისიო პოჩეტინო სახელდებიან, მაგრამ კონტე მათ შორის გამოკვეთილი ფავორიტია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105319