ბულგარეთში დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის საერთაშორისო ტურნირზე გენო პერიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფალავანმა ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი მურად კუშხოვი 5:0 დაამარცხა.
გენომ აღნიშნული ტურნირის 1/4-ფინალში ბულგარელ დანიელ ვასელინოვს 10:0 აჯობა. ნახევარფინალში კი ბერძენი იოანის კარგკიოტაკისიც 10:0 დაამარცხა.