ბლოგი

21:45 | 25.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალისწინა დიალოგი

- ვინმეს სჯერა, რომ რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატი ნორმალურად ჩაივლის?

- “ნორმალურად ჩავლას“ რას ეძახი?

- მაგალითად იმას, რომ არავის მოკლავენ, არავის გადააგდებენ ხიდიდან, არავის ჩატენიან მანქანაში, არავის წაუკიდებენ ცეცხლს ტრიბუნაზე...

- ანუ, პრეტენზიები და შიშები ჩემპიონატზე უსაფრთოხებისა და სიმშვიდის ვერდაცვის გამო გაქვთ?

- რუსეთში სოჭის ოლიმპიადა რომ გამართა ამ ცოტა ხნის წინ - მაშინაც ხომ დადასტურდა ამ ქვეყანაში დიდი ტურნირი რომ არ უნდა ჩატარდეს. კითხვები აღარც უნდა დაისვას ამაზე...

- პუტინმა კი თქვა, ისეთ ჩემპიონატას ჩავატარებთ, ჩვენი მოწინააღმდეგეები აღიარებენ, რომ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლიაო...

- ეგ ვინ თქვა?

- ხომ გითხარი - პუტინმა.

- რომელმა პუტინმა?

- რა რომელმა პუტინმა კაცო. “იმ პუტინმა“, ნამდვილმა...

- ჰოდა საქმეც მაგაშია პუტინმა რომ თქვა. როდის იყო პუტინი თავის სიტყვას ასრულებდა. და თუ ასრულებდა, მტერს და ავს ისეთ რამეებს ასრულებდა. ყველაფერი შეიძლება დაიჯერო კაცმა, მაგრამ იმას რა დაგაჯერებს, რომ პუტინის მიერ ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატი ნორმალური, თავისუფალი, მშვიდი და მიუმხრობელი იქნება...

- მიუმხრობელი ვის მიმართ? ახლა ისიც არ თქვა, პუტინი რუსეთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონს გახდისო...

- სიტუაციას და მომენტს გააჩნია. თუ დაინახავს, რომ გამოსდის ჩემპიონობა. რატომ არ იზამს. მოერიდება ვინმესი თუ რა?

- კაი ახლა. ცოტა ზედმეტი მოგდის უკვე. რუსეთის ნაკრებს ჩემპიონს პუტინი კი არა მამაღმერთიც ვერ გახდის.

- რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული, რომ არ ეცდება მაინც... აგერ ხომ ნახე, სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე რაც ქნეს. დოპინგით გაჭყიპეს ყველა და ისე მოიგეს მედლები. ამის მერე რამე შეიცვალა რუსეთში? გეუბნები, შანსი თუ მიეცემათ, ჩემპიონობაზეც გაიქაჩებიან.

- ეგ თუ მოხდა, მაშინ ფეხბურთს საერთოდ აღარსოდეს უნდა ვუყუროთ...

- პუტინს ახლა დიდად ანაღვლებს ფეხბურთს ვუყურებთ თუ არა? კიდევ ვერ გავიგეთ ვინაა ეგ კაცი და რა უნდა?!

- რუსეთი ჩემპიონი რომ გახდეს რას იზამ?

- მე რა უნდა ვქნა?

- რა ვიცი, აქციას მოაწყობ რუსეთის საელჩოსთან?

- ისიც კი არ იცი, საქართველოში რუსეთის საელჩო რომ აღარაა რამდენი ხანია.

- შენც წადი და აზერბაიჯანში მოაწყე რუსეთის საელჩოსთან...

- არადა, არაა ეს სახუმარო ამბავი.

- აბა რუსეთი ჩემპიონი გახდებაო და აღარც ვიხუმრო?

- აჰა, თავიდან დაიწყო ისევ...

- აი, მოვიდეს ზაფხული და ვნახავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117883