სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

10:40 | 25.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

შეფასება: კომბინაციური ფეხბურთის ფასი და ეფექტური დებიუტანტი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლიტვას შანსი არ დაუტოვა და 4:0 განადგურა. “ჯვაროსნებმა” ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს და სხვათა შორის, ასეთი რამ საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველად მოხდა.

თამაშის ხარისხიც კარგი იყო და შედეგიც...

WORLDSPORT.GE ტრადიციულად მატჩის შემდეგ წარმოგიდგენთ ფეხბურთელების შეფასებებს:

გიორგი ლორია შ.გ – იშვიათია, როდესაც საქართველოს ნაკრების მეკარე შეფასების გარეშე რჩება. მაგრამ, ახლა ასე მოხდა. ლორია ფაქტობრივად მაყურებლის რანგში იყო და საქმე მთელი თამაშის განმავლობაში არ ჰქონია.

ოთარ კაკაბაძე 7 – ოთარ კაკაბაძის პროგრესი უბრალოდ თვალსაჩინოა. ქართველმა მცველმა ლიტველთა მარცხენა ფლანგს მოსვენება არ მისცა და 90 წუთი არ გაჩერებულა. საგოლე პასი მიითვალა და პენალტის ეპიზოდიც დიდწილად მისის დამსახურებაა. ერთხელ თავად შეეძლო გატანა. დაცვაში კი, რა გასაკვირია, რომ უსაქმოდ იყო.

სოლომონ კვირკველია 6 – თამაშის სცენარიდან გამომდინარე არც სოლომონ კვირკველიას დადგომია დიდი ჯაფა. მეორე ტაიმში რამდენჯერმე ეუხეშეს, რამაც მისი გაბრაზება გამოწივია. ეს ნორმალურია, ამხანაგურ მატჩში ზღვარგადასული უხეშობა სულაც არაა მოსაწონი.

გურამ კაშია 6 – იგივე გვეთქმის გურამ კაშიას შესახებაც. ბევრი საქმე ნამდვილად არ ჰქონია.

გიორგი ნავალოვსკი 6 – გიორგი ნავალოვსკი ისეთი აქტიური ნამდვილად არ ყოფილა, როგორც კაკაბაძე, მაგრამ პირველი გოლი სწორედ მისი იდეალური პასის შემდეგ გავიდა.

ჯაბა კანკავა 6 – ნაკრების კაპიტანმა ერთი საათი ითამაშა და მეტოქის შეტევებს იდეალურად შლიდა. რა თქმა უნდა, ეს არ ყოფილა ჯაბას საუკეთესო თამაში, მაგრამ გუშინ მეტს გუშინდელი პაექრობა ნამდვილად არ მოითხოვდა.

ვაკო გვილია 7 – ვაკო გვილია დიდებულ ფორმაშია და კიდევ ერთხელ დაამტკიცა. საგოლე პასი მიითვალა და ყველა შეტევა თითქმის მისი წყალობით იწყებოდა. ფაქტია, გვილიას სახით საქართველოს ნაკრებს ძალიან მაგარი ნახევარმცველი ჰყავს.

ჯანო ანანიძე შ.გ – სამწუხაროდ, ჯანო ანანიძემ მხოლოდ 5 წუთი ითამაშა და მერე მუხლის ტრავმა მიიღო. იმედია, დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდება. ამას, ახლო მომავალი და სამედიცინო გამოკვლევა გამოაჩენს.

გიორგი ჩაკვეტაძე 8 – 18 წლის, დებიუტანტი... თამაშს ეს საერთოდ არ ეტყობოდა და რომ არ გვცოდნოდა ამის შესახებ, სტაჟიანი ფეხბურთელი გვეგონებოდა. გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი უბრალოდ იყო ფანტასიკური! არ გვინდა, რომ ზემდეტად ეიფორია შევქმნათ, მაგრამ, გიორგიმ ულამაზესი გოლი გაიტანა და დანარჩენ სამ საგოლე კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, რიგ ეპიზოდებში სწორ, გამართულ, თანამედროვე ფეხბურთს აჩვენებდა. დებიუტანტი ჩაკვეტაძე ცალსახად საუკეთესო იყო.

ვაკო ყაზაიშვილი 6 – ვაკო ყაზაიშვილის ანგარიშზე 1 გოლია, რომელიც პენალტით გაიტანა. “სან ხოსეს” შემტევისგან ბევრად კარგი მატჩები გვახსოვს და ცალსახაა, რომ ვაკოს მეტი შეუძლია. ლიტვასთან კი, განსაკუთრებულად ნამდვილად არ უთამაშია.

გიორგი ქვილითაია 6.5 – გიორგი ქვილითაია დღეს ალბათ საუკეთესო ქართველი ცენტრფორვარდია. შეიძლება ითქვას გოლიც გაიტანა, მაგრამ საბოლოოდ, ავტოგოლი შედგა. თუმცა, ეს მის გარჯას არ აკნინებს და დიდი წვლილი შეიტანა, რომ ლიტველმა მცველმა საკუთარი კარი დალაშქრა. გამოიმუშავა პენალტი და ორთაბრძოლების უმეტესობა მოიგო.

გიორგი პაპუნაშვილი 6.5 – ანანიძე გიორგი პაპუნაშვილმა შეცვალა და 4 წუთში სადებიუტო გოლი გაიტანა. შეტევა სწორედ გიორგიმ დაიწყო და თავადვე დაასრულა გამოზომილი, შედეგიანი დარტყმით. ზოგადად, მთლიანად შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა და ესპანური ფეხბურთის გემო აშკარად დაეტყო.

ლაშა დვალი შ.გ – ლაშა დვალი გურამ კაშიას ნაცვლად ჩაერთო თამაშში, თუმცა შეფასების მიცემა ძნელია, რადგან როგორც უკვე ვთქვით, დაცვის ხაზი ფაქტობრივად სამუშაოს გარეშე იყო.

ნიკა კვეკვესკირი შ.გ – ნიკა კვეკვესკირი თამაშში იმ დროს ჩაერთო, როდესაც საქართველოს ნაკრები მხოლოდ ბურთის ფლობაზე ფიქრობდა და აქა-იქ თუ შეუტევდა მეტოქის კარს. ამჯერად, ნიკა შეფასების გარეშე დარჩა.

გიორგი აბურჯანია შ.გ – გიორგი აბურჯანიამ მოედანზე 20 წუთი გაატარა და ალბათ, სამომავლოდ უფრო მეტ დროს და შანსს მიიღებს.

ბაჩანა არაბული შ.გ – ბაჩანა არაბულს მეორე ტაიმში ყველაზე რეალური მომენტი ჰქონდა, მაგრამ მეკარემ აჯობა. შესაძლოა, იმ ეპიზოდში უკეთ გარჯაც მართებდა. არაბულის აქტივში ამჯერად 17 სათამაშო წუთი იყო.

გიორგი მერებაშვილი შ.გ – გამოცდილმა შემტევმა მხოლოდ 8 წუთი ითამაშა და ბუნებრივია, ამ დროში შეფასება რთულია.

ვლადიმირ ვაისი 7.5 – საქართველოს ნაკრებმა მისი თავკაცობით კიდევ ერთხელ ითამაშა გამართული ფეხბურთი. ერთ ტაიმში გატანილი 4 გოლი... ეს პირველად მოხდა საქართველოს ნაკრების ისტორიაში. თანაც, კომბინაციური ფეხბურთი და ამაში ვაისის დამსახურება უდიდესია. მეორე ტაიმში “ჯვაროსნების” თამაში არ იყო განსაკუთრებით ფეერიული, მაგრამ ეს პრაგმატიზმს უნდა დავაბრალოთ. ბევრი ცვლილება შემადგენლობაში და სამი დღის თავზე მორიგი სპარინგი. შესაბამისად, მართლაც არ ყოფილა აუცილებლობა, რომ საქართველოს მეორე ტაიმშიც უკანმოუხედავად შეეტია მეტოქისთვის.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.104201
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X