ფეხბურთი

21:20 | 24.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ლიტვასთან (4:0) შეხვედრა შეაფასა. როგორც სლოვაკმა სპეციალისტმა აღნიშნა, კმაყოფილია დღევანდელი თამაშით, მაგრამ თანმიმდევრობის დაცვა აუცილებელია.

“განსაკუთრებით პირველ ტაიმში ჩვენმა გუნდმა მართლაც ბრწყინვალედ ითამაშა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ჯანო ანანიძემ ტრავმა მიიღო და ვიცით, რომ ის შესანიშნავი ფეხბურთელია. ვიმედოვნებთ, მომავალში დაგვეხმარება.

ძალიან კარგია, რომ მოვიგეთ, მაგრამ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულნი მომავალში. შემდეგი თამაში ესტონეთთან გვაქვს და უკვე ხვალიდან დავიწყებთ მზადებას. როდესაც ბევრ ცვლილებას აკეთებ, ყოველთვის ხდება ასეთი რამ. სწორედ შეცვლების გამო იყო გამოწვეული ორი განსხვავებული ტაიმი.

ცხადია, ნიკა კაჭარავას მოვიაზრებთ შემდეგ შეხვედრაში. დღეს ანანიძემ ტრავმა მიიღო, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე მეორე მატჩში ჩვენთან არ იქნება და ამიტომ, თავის გამოჩენის შანსი ყველა ფეხბურთელს მიეცემა. მას შემდეგ, რაც ანგარიში 4:0 გახდა, ფეხბურთელებმა უფრო მეტად პუბლიკაზე დაიწყეს თამაში და სცდილობდნენ ფინტები გაეკეთებინათ. ფაქტობრივად შეუძლებელია ერთ თამაშში 10 გოლის გატანა. ჩვენ საქმე პირველივე ტაიმში თითქმის დავამთავრეთ. ჩაკვეტაძეს რაც შეეხება, “გენტთან” წინასწარვე ასეთი შეთანხმება იყო, რომ ის მხოლოდ ერთ მატჩში დაგვეხმარებოდა. ამიტომ, იგი ბელგიაში ბრუნდება და ესტონეთთან ჩვენს გუნდში არ იქნება.

ესტონეთის ნაკრები ძალიან კარგად გამოიყურებოდა შესარჩევ ციკლში და ძალიან მჭიდროდ თამაშობს დაცვაში. ვეცდებით, რომ თავისუფალი ზონები გავახსნევინოთ. გამომდინარე იქედან, რა რესურსიც გვაქვს, 4-3-3 ალბათ, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. რა თქმა უნდა, შეიძლება ეს შეიცვალოს სიტუაციებიდან გამომდინარე, მაგრამ ამ ეტაპზე ტაქტიკის შეცვლას არ ვაპირებთ”, - განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებეთ, საქართველოს ნაკრებმა ლიტვა 4:0 დაამარცხა. “ჯვაროსნები” მომდევნო შეხვედრას 27 მარტს, 19:00 საათზე, თბილისში, ესტონეთის ნაკრებთან გამართავენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116946