ავტოსპორტი

18:14 | 24.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონმა ახალი სეზონი პოულით დაიწყო

ფორმულა 1-ის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა მსოფლიო ჩემპიონატის ახალი სეზონი მელბურნის ალბერტ პარკზე, ავსტრალიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლის მოგებით დაიწყო. ბოლო ცდაზე მან ტბისპირა ტრეკის წრე, უახლოეს მდევარ კიმი რაიკონენზე 0.664 წამით სწრაფად გაიარა.

„ძალიან ინტენსიური იყო, ჩემი გულის რბოლა. ყველას ვუსურვებ, რომ ასეთი რამ განიცადოს. ამ წრით ძალიან კმაყოფილი დავრჩი“, - რბოლის შემდეგ განაცხადა ჰამილტონმა, ვისთვისაც ეს ავსტრალიაში მოპოვებული მეშვიდე პოულია, რიტაც თავისი სათაყვანებელი აირტონ სენა, ვისზეც ექვსი პოულია, უკან ჩამოიტოვა.

რბოლის შემდეგ, სებასტიან ფეტელმა აღნიშნა, რომ ჰამილტონს ასეთი უპირატესობის მიღწევაში, „მერსედესის“ აგრეგატის სწრაფი რეჟიმი, ეგრეთ წოდებული „პარტი მოუდ“ დაეხმარა. ჩემპიონმა ეს უარყო, თუმცა მოგვინებით, „მერსედესის“ შეფმა ტოტო ვოლფმა დაადასტურა, რომ მისი გუნდი ამ რეჟიმს იყენებს. ასეა თუ ისე, სამქიმიანები რბოლაში „პარტი მოუდს“ ვერ გამოიყენებენ, რაც „ფერარის“ ბრძოლის გამართვის საშუალებას მისცემს.

ჰამილტონის და ორივე „ფერარის“ გარდა, წრე წუთსა და 22 წამზე ნაკლებში, „რედ ბულის“ მაქს ფერსტაპენმაც გაიარა, რომელიც მესამეზე გასულ სებასტიან ფეტელს სულ რაღაც. 0.041 წამით ჩამორჩა და მასთან ერთად, სტარტზე მეორე რიგში დადგება.

კვალიფიკაციის მესამე ნაწილში, სწრაფი წრის დაფიქსირება ვერ შეძლო ჰამილტონის თანაგუნდელმა ვალტერი ბოტასმა, ვინც პირველივე სწრაფ წრეზე შეცდომა დაუშვა და მანქანა დაამტვრია. ბედად, თავად უვნებლად გადარჩა. ნარბოლევს მან აღიარა, რომ ზედმეტად გარისკა, თუმცა რისკს მომავალშიც არ მოერიდება.

დიდი პროგრესი აქვს „ჰაასს“, რომლის პილოტებმაც მე-6-7 შედეგები დააფიქსირეს. სიტუაციაში, როცა სტიუარდების მიერ დაჯარიმებული დანიელ რიკიარდო (ვინც მეხუთე დრო აჩვენა) სამი ადგილით უკან დადგება, მესამე რიგის ორივე პოზიციას სწორედ ამერიკული გუნდს პილოტები, კევინ მაგნუსენი და რომენ გროჟანი დაიკავებენ.

ათეულს მიღმა დარჩა „მაკლარენი“, თუმცა ამის მიუხედავად, ფერნანდო ალონსო კვლავაც ოპტიმისტურად არის განწყობილი. სამაგიეროდ, კვალიფიკაციის მესამე ნაწილში გასვლა, „რენოს“ ორივე პილოტმა შეძლო. ვერ ივარგა „ფორს ინდიამ“, რომელმაც წინა ორი სეზონი, კონსტრუქტორთა თასი მეოთხე ადგილზე დაასრულა.

ავსტრალიის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

Q3

  1. 1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:164
  2. 2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:828
  3. 3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:838
  4. 4. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:879
  5. 5. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:152
  6. 6. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:187
  7. 7. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:339
  8. 8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:532
  9. 9. კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 1’23.577
  10. 10. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) დროის გარეშე

Q2

  1. 11. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:692
  2. 12. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1:853
  3. 13. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:005
  4. 14. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1:230
  5. 15. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1:786

Q1

  1. 16. ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 1:532
  2. 17. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:556
  3. 18. შარლ ლეკლერი (მონაკო, ზაუბერი) 1:636
  4. 19. სერგეი სიროტკინი (რუსეტ, უილიამსი) 1:922
  5. 20. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:295

ჰაილაითები

https://www.youtube.com/watch?v=28nGxT1gsuo

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.195314