ფეხბურთი

22:40 | 24.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

იოაჰიმ ლიოვი: "ესპანეთი ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია"

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა ესპანეთთან (1:1) მატჩის შემდეგ თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილება გამოთქვა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, ესპანეთი მუნდიალის გამორჩეული ფავორიტია.

“ეს იყო ორი თანაბარი გუნდის თამაში. გუნდებმა ძალიან კარგად ითამაშეს. ესპანელებმა რამდენჯერმე პრობლემები შეგვიქმნეს, მაგრამ ამას საჩვენოდ გამოვიყენებთ და გამოცდილება მივიღეთ.

ჩემი გუნდის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. მაღალ დონეზე ვითამაშეთ. ადვილი არაა მსოფლიოს ჩემპიონატის კიდევ ერთ მონაწილესთან თამაში და ვინც ასე არ ფიქრობს, ცდება. ესპანელები დიდი ხანია ერთად თამაშობენ და შეთამაშებულნი არიან. ვფიქრობ, მუნდიალზე ერთ-ერთი საუკეთესო ესპანეთის ნაკრები იქნება”, - აღნიშნა ლიოვმა.

შეგახსენებთ, გერმანიის ნაკრები ტიტულის დაცვას ქვეჯგუფიდან დაიწყებს, რომელშიც მეტოქეობას სამხრეთ კორეა, მექსიკა და შვედეთი გაუწევენ. ესპანეთის ნაკრები მარკოსთან, ირანთან და პორტუგალიასთან ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113228