ფეხბურთი

18:00 | 24.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"სკუადრა აძურას" საგანგაშო ციფრები

იტალიის ეროვნულ ნაკრებს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი პერიოდი უდგას. “სკუადრა აძურა” მუნდიალზე ვერ გავიდა და საერთოდ, ბოლო დროინდელ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, აპენინელთათვის მდგომარეობა საგანგაშოა.

ლუიჯი დი ბიაჯოს გუნდმა გუშინ არგეტინასთან წააგო უშანსოდ (0:2). “სკუადრა აძურას” “ალბისელესტე” უკვე 5 მატჩია არ დაუმარცხებია (2 ფრე, 3 წაგება). ბოლოს იტალიამ არგენტინა 1987 წელს დაამარცხა (თუმცა, ჯამში უპირატესობას მაინც ფლობს 6 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება). იმავე არგენტინელებთან იტალია უკვე ზედიზედ სამი მატჩია მინიმუმ ორ გოლს უშვებს.

“სკუადრა აძურას” უკვე ზედიზედ სამი თამაშია გოლი არ გაუტანია (2012 წლის ივნისის შემდეგ პირველად), ხოლო ბოლო 7 შეხვედრაში ერთზე მეტი გოლის გატანა ვერ მოახერხა. ამასთან, უკანასკნელი 4 მატჩის პირველ ტაიმში კარში სულ რაღაც სამჯერ დაარტყა. მაგალითად, არგენტინასთან ასეთი რამ იტალიელებმა პირველად მე-60 წუთზე გააკეთეს.

ლუიჯი დი ბიაჯო კი ამბობს, ახალი ეპოქა იწყება ნაკრებისთვისო, მაგრამ ფაქტია, იტალიური ფეხბურთის მესვეურვებს დიდი შრომა და გარჯა დასჭირდებათ, რომ ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონი საშუალო დონის ევროპულ ნაკრებთა კატეგორიაში არ შევიდეს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1114