ფეხბურთი

22:37 | 22.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდიას ვენ დეიკი უკაპიტნებს

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ახალი კაპიტანი "ლივერპულის" მცველი ვირჯილ ვან დეიკი იქნება. 26 წლის ფეხბურთელი არიენ რობენს შეცვლის, რომელმაც "ნარინჯისფერთა" რიგებში კარიერა 2017 წელს, შვედეთან მატჩის შემდეგ დაასრულა. მას შემდეგ ორ ამხანაგურ შეხვედრაში ჰოლანდიას კევინ სტროტმანი კაპიტნობდა.

"ლივერპულის" ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას ვან დეიკმა განაცხადა, რომ კაპიტნობა მისთვის დიდი პატივი იქნება. ვირჯილი ეროვნულ გუნდში პირველად 2014 წელს მიიწვიეს, ხოლო პირველი შეხვედრა ყაზახეთთან 2015 წელს ჩაატარა. მას შემდეგ მცველმა ჰოლანდიის ეროვნული გუნდის მაისური 16 დაპირისპირებაში მოირგო.

23 მარტს "ნარინჯისფერები" ამსტერდამში ინგლისს შეხვდებიან, ხოლო 26-ში პორტუგალიას ჟენევაში დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114489