ფეხბურთი

13:14 | 22.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანის თავსატეხი - “რეალი” თუ ფული?

ზინედინ ზიდანი შესაძლოა მომავალი სეზონიდან ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდეს. საქმე იმაში გახლავთ, რომ ფრანგ სპეციალისტს “პარი სენ ჟერმენის” ხელმძღვანელობა ეპატიჟება.

El Chiringuito-ს ინფორმაციით, ნასერ ალ ხალაიფს პარიზული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის ხილვა სურს. წყაროზე დაყრდნობით უნაი ემერის მიმდინარე სეზონის ბოლოს ხელშეკრულება ეწურება და მის გაგრძელებას არცერთი მხარე არ გეგმავს.

გარდა ზიდანისა, პარიზელები მაურისიო პოჩეტინიოსა და ანტონიო კონტეს კანდიდატურასაც განიხილავენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114918