ფეხბურთი

15:53 | 22.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

იგუაინი: "12 წელია ტოპ ფორვარდებში ვარ"

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი გონსალო იგუაინი არგენტინის ნაკრებში დაბრუნდა. “პიპიტა” ხორხე სამპაოლიმ პირველად მიიწვია “ალბისელესტეში”. არგენტინელმა, რომელსაც ხშირად აკრიტიკებენ, განაცხადა, რომ 12 წელია უმაღლეს დონეზე თამაშობს.

“რეალში” ვითამაშე და გუნდის ყველა დროის 10 საუკეთესო ბომბარდირებში ვარ, არგენტინის ნაკრებში – ექვსეულში, “ნაპოლის” ათეულში და იმედია, იგივეს “იუვენტუსშიც” გავაკეთებ.

გამუდმებით მაკრიტიკებენ და ვუსმენ ამ კრიტიკას, მაგრამ ყოველთვის ვუმკკლავდები, რადგან ძლიერი ოჯახი მყავს. 12 წელია მაღალ დონეზე ვთამაშობ და კმაყოფილი ვარ იმ გზით, რომელიც გამოვიარე”, - განაცხადა იგუაინმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103218