ფეხბურთი

11:21 | 22.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

რატომ თამაშობდა რონალდო უცნაური ვარცხნილობით?

ბრაზილიელმა რონალდომ იმ ვარცხნილობაზე ისაუბრა, რომლითაც მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატზე წარსდგა. სამხრეთამერიკელის განცხადებით, თანაგუნდელების ყურადღება მიიპყრო.

“ფეხის ტრავმა მქონდა და ყველა ამაზე ლაპარაკობდა. ამიტომ გადავწყვიტე ვარცხნილობის შეცვლა. ყველამ ჩემს თმაზე დაიწყო საუბარი და ფიზიკური პრობლემები დაივიწყეს. ასე მოვახერხე კონცენტრირება მთლინად თამაშზე. არ ვამაყობ ამით, ეს საკმაოდ უცნაური ვარცხნილობა იყო, მაგრამ კარგი გზა გამოვიდა ყურადღებუს გადასატანად.

მუნდიალის ფავორიტები? – რამდენიმე ძლიერი გუნდია, მაგალითად გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი. რა თქმა უნდა, მინდა, რომ ბრაზილიამ გაიმარჯვოს, მე მჯერა ამის, რადგან “სელესაო” ბოლო წლებში შეიცვალა და პროგრესი განიცადა”, - განაცხადა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ რონალდომ 2002 წლის მუნდიალზე 8 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. “სელესაოს” ჩემპიონობაში “ფენომენმა” დიდი როლი ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119185