ფეხბურთი

18:09 | 21.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

სანჩესმა შესაძლოა “მანჩესტერი” დატოვოს

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი ალექსის სანჩესი “ოლდ ტრაფორდს”, შესაძლოა, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დაემშვიდობოს.

Daily Mail-ს ინფორმაციით, ჩილელმა ფეხბურთელმა მოლოდონი ვერ გაამართლა და გუნდში თავს მარტოსულად გრძნობს. ბრიტანული მედიის ცნობით, სანჩესი გასახდელში არავისთან საუბრობს და მანჩესტერში თავს კარგად არ გრძნობს.

სამხრეთამერიკელი საკმაოდ მაღალ ხელფასსაც იღებს, მაგრამ ვინაიდან 10 მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, “წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელობა მის გაყიდვაზე დაფიქრდა.

შეგახსენებთ, რომ ალექსის სანჩესი “მანჩესტერს” იანვარში, “არსენალიდან” შეუერთდა.

0.109255