ფეხბურთი

13:16 | 21.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" არგენტინელი ტალანტი გაიფორმა

არგენიტნული “რასინგის” თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი კარიერას მილანის “ინტერში” გააგრძელებს. აღნიშლულ ინფორმაციას თავად ფეხბურთელიც ადასტურებს, რომელმაც “ნერაძური” დორტმუნდის “ბორუსიას” ამჯობინა.

“ლაუტარო მარტინესი “ინტერის” ფეხბურთელი გახდება. ყველაფერი გადაწყვეტილია, მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლა დარჩა. მხოლოდ ფეხბურთელს შეუძლია შეიცვალოს იდეა, ჩვენთვის ყველაფერი გადაწყვეტილია”, - აღნიშნა “რასინგის” პრეზიდენტმა ბლანკომ.

“დორტმუნდს” უარი ვუთხარით და “ინტერი” ავირჩიეთ. კონტრაქტი გაფორმებულია, სამედიცინო შემოწმება დარჩა გასავლელი. მუნდიალის შემდეგ არგენტინაში არ დარჩება და აგვისტოში “ინტერში” წარადგნენ”, - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა როლანდო ზარატემ.

არაოფოციალური ინფორმაციით, იტალიურ გრანდს მარტინესის ტრანსფერი 24 მილიონი ევრო დაუჯდა. 20 წლის ფორვარდის ანგარშზე მიმდინარე სეზონში 14 მატჩი და 10 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100469