ფეხბურთი

19:55 | 19.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

პოგბას ახალი ვარცხნილობა

ფეხბურთელებში არაორდინალური სტილის ვარცხნილობები პოპულარულია. ისინი ყოველთვის ცდილობენ მაქსიმალურად მოირგონ ახალი ტრენდები. ამ ჯერზე იმიჯი პოგბამ შეიცვალა.

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგმა ნახევარმცველმა ინსტაგრამზე განათავსა ფოტო, სადაც ჩანს, რომ 25 წლის მოთამაშემ ახალი ვარცხნილობა გაიკეთა და თმების ნაწილი ლურჯ-ყვითელ ფერებში შეიღება. მან ეს, ეროვნული ნაკრების ამხანაგურ მატჩებს დაამთხვია.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი 23 მარტს კოლუმბიას, ხოლო 27 მარტს რუსეთს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12609