ფეხბურთი

3:40 | 18.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ღამურების” მორიგი ნაბიჯი ჩემპიონთა ლიგისკენ

ლა ლიგის 29-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა. “ვალენსიამ” “მესტალიაზე” “ალავესი” მიიღო, დამაჯერებლად დაამარცხა და მინიმუმ ერთი დღით, მე-3 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო მე-5 პოზიციაზე მყოფი “სევილია” 14 ქულით მოიტოვა უკან და თუ რაღაც სასწაული არ მოხდა, “ღამურები” გაისად ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდებიან.

“ლოს ჩე” მთელი მატჩის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა და უფრო დიდი ანგარიშით გამარჯვება შეეძლო. ანგარიში მე-19 წუთზე გაიხსნა: სიმონე ძაძამ და როდრიგო მორენომ შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს, ეს უკანასკნელი მეკარესთან პირისპირ დარჩა და შესრულება აღარ გასჭირვებია. 33-ე წუთზე კი სიმონე ძაძა, ესპანეთის ნაკრებში პირველად გამოძახებულ დანი პარეხოს ჩამოწოდებულს გამოეხმაურა და ახლო მანძილიდან მეორე შეაგდო. მეორე ნახევრის დასაწყისში სობრინომ მცველების უყურადღებით ისარგებლა და ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ ხუთ წუთში ლაგუარდიამ კურიოზული ავტოგოლი გაიტანა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში აისახა – 3:1.

აუტსაიდერების ჯახი შედგა “რიასორზე”, სადაც “დეპორტივო” “ლას პალმასს” დაუხვდა და ფრედ 1:1 ეთამაშა. ეს შედეგი ორივე გუნდისთვის მიუღებელია, მაგრამ “ლევანტე” იქნებოდა კმაყოფილი, რადგან ამ ტურის შემდგომ, “ლას პალმასს” 6, ხოლო “დეპორტივოს” 7 ქულით უსწრებს.

“ბეტისმა” “ბენიტო ვილამარინზე” “ესპანიოლს” უმასპინძლა, სამი უპასუხო ბურთი გაუტანა და ევროპა ლიგის ზონას ქულითღა ჩამორჩება. “ხეტაფემ” კი სტუმრად “სოსიედადს” აჯობა და მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.

დეპორტივო – ლას პალმასი 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 ჰალილოვიჩი (3), 1:1 ალბენტოსა (22)

ვალენსია – ალავესი 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 როდრიგო (19), 2:0 ძაძა (33), 2:1 სობრინო (49), 3:1 ლაგუარდია (54 ს.კ.)

სოსიედადი – ხეტაფე 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 ვილიან ჟოზე (23), 1:1 დაკონამი (45), 1:2 ანხელი (51)

ბეტისი – ესპანიოლი 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ფირმო (34), 2:0 ბუდებუზი (56), 3:0 გერერო (69)

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110508