სხვა

0:20 | 18.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

CAS-ი რუს სპორტსმენებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 25 მარტამდე გამოაქვეყნებს

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლო (CAS) საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მიერ 1 თებერვალს დისკვალიფიცირებული 39 რუსი სპორტსმენის საჩივრებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 25 მარტამდე გამოაქვეყნებს.

IOC-მა დენის ოსვალდისა და სამუელ შმიდის კომისიაზე დაყრდნობით, რომლებმაც სოჭი-2014-ის მონაწილეთა დოპინგ-სინჯები გადაამოწმეს, ასევე რიჩარდ მაკლარენის ბრალდებების შესწავლის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც დოპინგის მოხმარებაში რუსეთის სპორტის სამინისტროს თანამშრომლები არიან გარეულნი, 43 რუს სპორტსმენს სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. მოგვიანებით 42-მა ათლეტმა IOC-ის შესაბამისი გადაწყვეტილება სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა, ხოლო დანარჩენი 3 სპორტსმენის საქმე ჯერაც არ განხილულა.

1 თებერვალს CAS-მა 28 რუსი სპორტსმენის საჩივარი დააკმაყოფილა. გარდა ამისა, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ნაჩვენები მათი შედეგები უნდა აღდგეს, რადგან სპორტსმენების მიერ ანტისადოპინგო წესების დარღვევის მტკიცებულებები არადამაჯერებელია. ამასთან, დამატებით 11 რუსი სპორტსმენის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - სამუდამო დისკვალიფიკაცია მხოლოდ პიონჩანგის ოლიმპიადის გამოტოვებით შეიცვალა.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ IOC-ში განაცხადეს, რომ აუცილებელია CAS-ის რეფორმირება.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.140009