ფეხბურთი

21:25 | 17.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ბუფონი იტალიის ნაკრებში დაბრუნდა

ჯანლუიჯი ბუფონი იტალიის ნაკრებს დაუბრუნდა. ლუიჯი დი ბიაჯომ მარტში გასამართი ორი ამხანაგური შეხვედრისთვის “სკუადრა აძურაში” 26 ფეხბურთელი გამოიძახა და მათ შორისაა, ბუფონიც. სიაში ვერ მოხვდა მარიო ბალოტელი.

იტალიის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”), ჯანლუიჯი დონარუმა (“მილანი”), მატია პერინი (“ჯენოა”)

მცველები: ლეონარდო ბონუჩი (“მილანი”), ჯორჯო კიელინი (“იუვენტუსი”), მატია დე შილიო (“იუვენტუსი”), ჯანმარკო ფერარი (“სამპდორია”), ალესანდრო ფლორენცი (“რომა”), დანიელე რუგანი (“იუვენტუსი”), ლეონარდო სპინაცოლა (“ატალანტა”), დავიდე ძაპაკოსტა (“ჩელსი”, ინგლისი)

ნახევარმცველები: ჯაკომო ბონავენტურა (“მილანი”), ბრაიან კრისტანტე (“ატალანტა”), რობერტო გალიარდინი (“ინტერი”), ჟორჟინიო (“ნაპოლი”), მარკო პაროლო (“ლაციო”), ლორენცო პელეგრინი (“რომა”), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი)

თავდამსხმელები: ანდრეა ბელოტი (“ტორინო”), ანტონიო კანდრევა (“ინტერი”), ფედერიკო კიეზა ("ფიორენტინა"), პატრიკ კუტრონე (“მილანი”), ჩირო იმმობილე (“ლაციო”), ლორენცო ინსინიე (“ნაპოლი”), სიმონე ვერდი (“ბოლონია”)

იტალიის ნაკრები 23 მარტს არგენტინას, ხოლო 27 მარტს, ინგლისის ნაკრებთან ისპარინგებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111116