ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველ ედენ აზარს “სტემფორდ ბრიჯის” დატოვება განუზრახავს. The Times-ის ინფორმაციით, ბელგიელი ფეხბურთელი იმედგაცრუებულია “ჩელსიში” შექმნილი მდგომარეობით და ზაფხულში წასვლას აპირებს.
წყაროს ცნობით, ლონდონელებს აზართან ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტის გაფორმება სურთ, მაგრამ ბელგიელი შემტევი პირობების მიუხედავად ამის განხილვას არც აპირებს.
აზარი იმედოვნებს, რომ მადრიდის “რეალში” გადაბარგდება, რომელიც დაინტერესებას უკვე კარგა ხანია გამოთქვამს.
27 წლის ედენ აზარმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 40 მატჩი ჩაატარა და 15 გოლის გატანა შეძლო.