ფეხბურთი

21:10 | 16.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე უზბეკეთის ნაკრებში

ტაშკენტის “ფახთაქორის” მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე უზბეკეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი ოფიციალურად ავრცელებს.

უზბეკეთის ნაკრები 28 და 28 მარტს, სენეგელისა და მაროკოს ნაკრებებს ამხანაგურად გაეჯიბრება, ხოლო ამ მატჩებისთვის ნაკრებს მწვრთნელთა საბჭო გაწვრთნის, რომელიც 4 სპეციალისტისგან დაკომპლექტდა და ერთ-ერთი ჩვენი თანამემამულე იქნება.

არველაძის გარდა ხსენებულ საბჭოში იქნებიან თემურ კაპაძე, მირჟალოლ კოსიმოვი და რუზიკულ ბერდიევი.

შეგახსენებთ, 45 წლის შოთა არველაძე “ფახთაქორს” 2017 წლის ივნისიდან მოყოლებული უდგას სათავეში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12109