ფეხბურთი

22:05 | 16.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფრანჩესკო ტოტი: "რომა" ბარსელონას" წინააღმდეგობას გაუწევს"

იტალიური “რომას” ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი ჩემპიონთა ლიგის წილისყრას აფასებს. იტალიელის განცხადებით, “რომა” “ბარსელონას” წინააღმდეგობას გაუწევს.

“როდესაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავედით, მივხვდით, რომ ადვილი თამაში არავისთან გვექნებოდა. “ბარსელონა” მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, “რომა” მისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეძლებს”, - განაცხადა ტოტიმ.

“ბარსელონა” – “რომას” მატჩები 4 და 10 აპრილს გაიმართება. პირველ შეხვედრას “კამპ ნოუ”, ხოლო მეორეს “სტადიო ოლიმპიკო” უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110282