სხვა

14:20 | 16.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

გუდაურში 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა (+VIDEO)

გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. საბაგიროზე მყოფ ადამიანებს მრავლობითი დაზიანება - მოტეხილობა და დაჟეჟილობა აღენიშნებათ. მათ ადგილზევე ჩაუტარდათ პირველადი დახმარება, თუმცა რამდენიმე დაშავებულისთვის თბილისიდან რეანომობილები გაგზავნეს. დაშავებულთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

რაც შეეხება საბაგიროს, ელექტროენერგიის გათიშვის შემდგომ მისი გაჩერება 7-8 წუთის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა და მასზე მყოფ მგზავრებს მოძრავი საბაგიროდან მოუწიათ გადახტომა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114148