თამაშგარე

11:20 | 16.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

გამხდელი პაულას იმედები გამართლდა

ბევრი ნიჰილისტისა და წუწუნა ადამიანისგან განსხვავებით, იტალიელ მოდელსა და ერთ დროს პორნოვარსკვლავს - პაოლა საულინოს ბოლომდე სჯეროდა, რომ იტალიური “რომა“ მაინც დაძლევდა უკრაინულ ბარიერს და ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალში გააღწევდა.

გუშინ სხვა მრავალი ტიფოზის მსგავსად, გახდისმოყვარე პაოლაც ზეიმობდა და როდესაც ზეიმისას პირობა შეახსენეს - “რომა“ თუ გავა, “ოლიმპიკოს“ ტრიბუნებზე სახალხოდ და საქვეყნეოდ ჩემს მკერდს გამოვამზეურებო, პაოლას გაეცინა და უპასუხა - მაგის მეტი აბა რა ვიცი და რა ხელმეწიფებაო...

სანამ ადვილად გამხდელ პაოლას, გავეშებულ “მგელთა“ წინაშე მაისური შემოუძარცვავს, მანამდე გეტყვით, რომ ეს ქალი უკვე კარგა ხანია ირიცხება მათ შორის რომლებიც უარს არაფერზე ამბობენ და პაოლა საულინოც ესეოდენ პოპულარული თავისი ხასიათის სწორედ ამ დიდებულმა შტრიხმა გახადა.

0.11579