კალათბურთი

2:14 | 16.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბასკონია" ევროლიგის პლეი-ოფის ზონაში შენგელიას გარეშე შევიდა

ესპანური “სასკი ბასკონია” ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ევროლის პლეი-ოფის ზონაში შევიდა. ბასკურმა გუნდმა 26-ე ტურში საკუთარ მოედანზე კაუნასის “ჟალგირისი” უშანსოდ დაამარცხა – 84:64.

მასპინძლები მთელი თამაშის განმავლობაში სჯაბნიდნენ ლიტვურ გუნდს და საბოლოო წარმატებასაც ლოგიკურად მიაღწიეს. აღნიშნულ შეხვედრაში არ უთამაშია თორნიკე შენგელიას – “ბასკონიას” ქართველი კაპიტანი ტრავმირებულია. მის გარეშე კი, გუნდს ჯეისონ გრანგერმა ულიდერა, რომლის ანგარიშზე 20 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი იყო.

“ბასკონიამ” ევროლიგაში ზედიზედ მესამე თამაში მოიგო და როგორც იქნა, სასურველ მერვე ადგილზე გადაინაცვლა. ახლა ესპანური გუნდის აქტივში 13-13 მოგება და წაგებაა. ევროლიგის რეგულარული სეზონს დასრულებამდე სულ რაღაც 4 ტური დარჩა. შენგელია და მისი თანაგუნდელები მომდევნო ტურში, 21 მარტს, შინ გერმანულ “ბამბერგს” დაუპირისპირდება.

0.114394