კალათბურთი

10:09 | 15.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას მორიგი გამორჩეული მატჩი და ზედიზედ მეორე ორმაგი დუბლი

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა ზაზა ფაჩულიამ. თავიდან ის ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ “გოლდენ სტეიტ უორიორზის” სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა.

ზაზამ ლოს-ანჟელეს “ლეიკესთან” 23 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში ორმაგი დუბლი გაიფორმა – 10 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი.

ფაჩულიამ 8-დან 4 ორქულიანი (50.0%) და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო (66.7%). აქვე გეტყვით, რომ ეს ზაზას ზედიზედ მეორე ორმაგი დუბლია. წინა შეხვედრაში ჩვენებურმა 16 ქულა და 11 მოხსნა გაახერხა.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს – “გოლდენ სტეიტმა” მიჯრით ორი წაგების მერე, გამარჯვების გემო გაიხსენა და მეტოქეს 117:106 აჯობა. არ უთამაშიათ კლეი ტომპსონს, სტეფ კარისა და დრეიმონდ გრინს. ამის ფონზე, კევინ დურანტმა 35 წუთში 26 ქულა, 5 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. ზაზა კი ერთადერთი გამოდგა თანაგუნდელთა შორის, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა.

“ლეიკერსის” რიგებში იგივე მხოლოდ ჯულიუს რენდლმა გააკეთა (22 ქულა, 10 მოხსნა), ბრუკ ლოპესმა და აიზია ტომასმა კი, 20-20 ქულით დაასრულეს შეხვედრა.

“გოლდენ სტეიტს” დასავლეთ კონფერენციაში 68 თამაშში 52 მოგების საპისრისპიროდ 16 წაგება აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. “მეომრები” მომდევნო შეხვედრას 17 მარტს, შინ “საკრამენტო კინგსთან” ჩაატარებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102399