ფეხბურთი

23:51 | 14.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" ყველგან იგებს (+VIDEO)

“ბაიერნისა” და “ბეშიქთაშის” წყვილი მერვედფინალებში ალბათ ყველაზე დაუბალანსებელი გახლდათ და ეს ორივე მატჩმა ნათლად გამოაჩინა. გერმანიის ჩემპიონი თურქეთის ჩემპიონს ერთი თავით აღემატებოდა და ჯერ კიდევ მიუნხენში გადაწყდა გამარჯვებულის ვინაობა.

თუმცა, “ბაიერნი”, რის “ბაიერნია”, თუნდაც არაფრის მომცველ მატჩში მეტოქისთვის რამე დაეთმო და სტამბოლშიც სძლია “ბეშიქთაშს”. ანგარიში ტაიგო ალკანტარამ გახსნა, ხოლო მეორე ტაიმში გოქან გონულის ავტოგოლის შემდეგ ყველაფერი გადაწყდა. მართალია, მალევე, 7 წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლი გაიტანა ვაგნერ ლავმა და სხვაობა შეამცირა, მაგრამ მეორე ვაგნერმა, ოღონდ სანდრომ წერტილი დასვა – 1:3.

იუპ ჰაინკესმა კი, რეკორდი დაამყარა: გერმანელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომელმაც ზედიზედ 11 თამაში მოიგო. “ბაიერნი” მეოთხედფინალშია და გათამაშების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. მეტს, ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვით, რადგან “ბეშიქთაში” ასეთ დონეზე ვინმეს და მითუფრო, ჩემპიონთა ლიგების საპირწონედ ნამდვილად არ გამოდგება.

“ბეშიქთაში” – “ბაიერნი” 1:3 (0:1) VIDEO ორი მატჩშის ჯამში: 1:8

სტამბული, “ვოდაფონ პარკი”

მაყურებელი: 40 000

“ბეშიქთაში” (4-4-2): ზენგინი; გონული, მედელი, უისალი, ერკინი; კვარეჟმა, ოზიაკუპი, არსლანი (ჰატჩინსონი 60), ლენსი (ტალისკა 60); ვაგნერ ლავი (ბაბელი 75), პეკტემეკი

მწვრთნელი: შენოლ გიუნეში

“ბაიერნი” (4-3-3): ულრაიხი; რაფინია, ბოატენგი, ჰუმელსი (ზულე 46), ალაბა; ვიდალი, ხავი მარტინესი, ტიაგო ალკანტარა (ხამესი 35); მიულერი, ლევანდოვსკი (ვაგნერი 68), რიბერი

მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი

გოლები: 0:1 ტიაგო ალკანტარა (18), 0:2 გონული (46, ა.), 1:2 ვაგნერ ლავი 59), 1:3 ვაგნერი (84)

გაფრთხილება: ჰატჩინსონი (64), ოზიაკუპი (71) - ჰუმელსი (37), ბოატენგი (42), რაფინია (63)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (4) – 13 (6) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 4:4 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)

0.133589