ფეხბურთი

21:00 | 14.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ და "მილანი" ბარტერს გეგმავენ

იტალიურმა “მილანმა” და “პარი სენ ჟერმენმა” შესაძლოა ზაფხულში ფეხბურთელები გაცვალონ. Premium Sport-ის ინფორმაციით, “როსონერი” ფრანგული გუნდის ურუგვაელი შემტევით, ედინსონ კავანითაა დაინტერესებული, ხოლო თავის მხრივ, პსჟ ჯანლუიჯი დონარუმას იწვევს.

მხარეები არ გამორიცხავენ, რომ სატრანფერო პერიოდში ბარტერი განახორციელონ. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს კავანის პარიზიდან შესაძლო აბარგების შესახებ ხშირად ვრცელდება ინფორმაცია. გარდა ამისა, “ელ მატადორს” სწორედ იტალიაში სურს დაბრუნება.

დონარუმა კი “მილანიდან” წასვლას გასულ ზაფხულს ლამობდა, მაგრამ ბოლოს კონტრაქტი გაახანგრძლივა. მიუხედავად ამისა, იტალიური მედია დარწმუნებულია, რომ პეპე რეინას “მილანში” მისვლის შემდეგ დონარუმა სხვა გუნდს მიაშურებს.

მიმდინარე სეზონში 19 წლის დონარუმამ 27 მატჩი ჩაატარა იტალიის ჩემპიონატში, ხოლო კავანიმ ლიგა 1-ში 25 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126131