ფეხბურთი

17:07 | 13.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

Marca: გიორგი პაპუნაშვილს მეტი სურს

გიორგი პაპუნაშვილმა გასულ უიქ-ენდზე “სარაგოსას” რიგებში მესამე გოლი გაიტანა. ქართველმა “ლორკას” კარის დალაშქვრა შეძლო (VIDEO).

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca პაპუნაშვილის შესახებ წერილს აქვეყნებს, რომელიც ასე იწყება: გიორგი პაპუნაშვილმა კვლავ გაიღიმა...

“გიორგი პაპუნაშვილმა კვლავ გაიღიმა. ესპანეთში მისი ადაპტაციის პერიოდი პრაქტიკულად დასრულებულია, რაზეც კვირას გატანილი მეორე გოლიც მოწმობს. ქართველმა აკოცა გუნდის ლოგოს და სოციალურ ქსელში დაწერა:

“ამაყი ვარ, რომ “სარაგოსელი” ვარ. შეუძლებელი არაფერია, ბოლომდე, ერთად ვიბრძოლებთ”.

თითქმის ორი თვე გავიდა მას შემდეგ, როდესაც ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ “ლორკასთან” დისკვალიფიცირებული ხორხე პომბო შეცვალა. მწვრთნელს ნდობა გოლით გაუმართლა. როგორც ჩანს, რთული პერიოდი, რომელიც ენობრივი ბარიერით იწყებოდა, წარსულს ჩაბარდა. პაპუს აქვს ოცნება, რომ ის ესპანეთის საუკეთესო ლიგაში ითამაშებს.

ლალო არანტეგი თბილისში ჩავიდა, რომ გიორგი პაპუნაშვილი უკეთ გაეცნო. “როდესაც გავაცანით პაპუს ჩვენი პროექტი, გვითხრა, რომ “სარაგოსაში” თამაში სურდა. სხვა, უფრო სარფიან შემოთავაზებებს, მისი გონება არ შეუცვლია მას ესპანეთშიც უკეთეს კონტრაქტს სთავაზობდნენ, მაგრამ ჩვენ აგვირჩია”, - ამბობს არანტეგი.

საბოლოოდ, პაპუნაშვილსა და “სარაგოსას” შორის 4-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ლიგაში მხოლოდ 18 თამაში ჩაატარა (8 ძირითადში) და 2 გოლი გაიტანა, ერთიც თასზე. მაგრამ პაპუ ამით არ დაკმაყოფილდება, რადგან უფრო მეტი სურს”.

0.112078