ფეხბურთი

15:20 | 13.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეში: “მადლობა ღმერთს, ჩემს შვილებს ფეხბურთი არ უყვართ”

“პარი სენ ჟერმენის” მცველი დანი ალვეში ამბობს, რომ ფეხბურთი აღარ მოსწონს. ბრაზილიელის განცხადებით, ამის მიზეზი ისაა, რომ სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა ბიზნესი გახდა და ხიბლი დაკარგა.

“მადლობა ღმერთს, ჩემს შვილებს ფეხბურთი არ უყვართ. იმიტომ, რომ ფეხბურთმა დაკარგა ის ხიბლი, რაც ჰქონდა. დღითი დღე უფრო მეტად ხდება ბიზნესი და მეც ნაკლებად მიზიდავს.

ნეიმარი? – ხალხი ფიქრობს, რომ ის მარიონეტია, მაგრამ ასე არაა. პსჟ? – ეს გუნდი ერთიანი არაა და ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობის მიზეზიც ესაა”, - განაცხადა დანიმ.

შეგახსენებთ, რომ დანი ალვეში პსჟ-ში “იუვენტუსიდან” ზაფხულში გადავიდა. მაშინ, ბრაზილიელმა ამ ნაბიჯის გადადგმის მიზეზად, ჩემპიონთა ლიგის მოგების სურვილი დაასახელა და აღნიშნა, რომ “პარი სენ ჟერმენში” ამ მხრივ მეტი შანსი ექნებოდა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109415