ფეხბურთი

23:53 | 12.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილია - ზედიზედ მესამე ტურის სიმბოლური!

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია შვეიცარიის სუპერლიგის 25-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. რა გასაკვირია, გასულ უიქ-ენდზე “ლუცერნმა” ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი “ბაზელი” ჩვენებურის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა.

23 წლის გვილიას გარჯა გამოცემა Welovefootball.ch-მ გამოარჩია. აღსანიშნავია, რომ ვაკო უკვე ზედიზედ მესამედ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში. ეს ყველაფერი კი, იმის ფონზე უფრო დასაფასებელია, რომ ვაკომ სულ რაღაც მეხუთე შეხვედრა ჩაატარა “ლუცერნის” რიგებში.

შეგახსენებთ, რომ გვილია შვეიცარიულ გუნდს იანვარში შეუერთდა. 5 შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელმა 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

0.126318