ფეხბურთი

23:20 | 12.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტიტემ უახლოესი მატჩებისთვის განაცხადი დაასახელა

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ, უახლოესი ორი ამხანაგური შეხვედრისთვის 25 მოთამაშე გამოიძახა.

“სელესაოს” რიგებში სამი ისეთი მოთამაშეა, რომელთაც ჯერ ნაკრებში არ უთამაშიათ: “ვალენსიას” მეკარე ნეტო, “ბეშიქთაშის” ნახევარმცველი ანდერსონ ტალისკა და “სოსიედადის” ფორვარდი ვილიან ჟოზე.

ტიტეს რჩეულთა სია ასე გამოიყურება:

მეკარეები: ალისონი (“რომა”, იტალია), ედერსონი (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), ნეტო (“ვალენსია”, ესპანეთი);
მცველები: დანი ალვეში, ტიაგო სილვა, მარკინიოსი (სამივე პსჟ, საფრანგეთი), მარსელო (“რეალი”, ესპანეთი), ჟოაო მირანდა (“ინტერი”, იტალია), ფელიპე ლუისი (“ატლეტიკო”, ესპანეთი), როდრიგო კაიო (“სან პაოლო”), ფაგნერი (“კორინთიანსი”), პედრო ჟერომელი (“გრემიო”);
ნახევარმცველები: პაულინიო, ფელიპე კოუტინიო (ორივე “ბარსელონა”, ესპანეთი), ვილიანი (“ჩელსი”, ინგლისი), ფერნანდინიო (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), რენატო აუგუსტო (“ბეიჯინგ გუანი”, ჩინეთი), კასემირო (“რეალი”, ესპანეთი), ფრედი (“შახტარი”, უკრაინა), ანდერსონ ტალისკა (“ბეშიქთაში”, თურქეთი);
თავდამსხმელები: დუგლას კოშტა (“იუვენტუსი”, იტალია), რობერტო ფირმინო (“ლივერპული”, ინგლისი), გაბრიელ ჟეზუსი (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), ტაისონი (“შახტარი”, უკრაინა), ვილიან ჟოზე (“სოსიედადი”, ესპანეთი).

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები 23 მარტს მოსკოვში რუსეთს დაუპირისპირდება, ხოლო 27-ში ბერლინში გერმანიას ესტუმრება.

0.113011