ფეხბურთი

18:50 | 12.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

პოგბა “სევილიასთან” ვერ ითამაშებს

ინგლისური “მანჩესტერი” პოლ პოგბას გარეშე დარჩა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელი ვარჯიშს ისევ ვერ ახერხებს და სავარაუდოდ, სამშაბათს, “სევილიას” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

პოგბას ტრავმის გამო “მანჩესტერის” ბოლო შეხვედრაც გაუცდა “ლივერპულთან”. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაუბრუნდება მოედანს “იუნაიტედის” ნახევარმცველი.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერისა” და “სევილიას” მატჩი 13 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. ამ გუნდების პირველ შეხვედრაში გოლი არ გასულა.

Loading...
სტატისტიკა
0.320996