ფეხბურთი

18:06 | 12.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

საბერძნეთის ჩემპიონატი შეწყდა

საბერძნეთის ჩემპიონატი პაოკისა და აეკის მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის გამო გაურკვეველი ვადით შეწყდა. აღნიშნული ინფორმაცია საბერძნეთის სპორტის მინისტრის მოადგილემ გეორგიოს ვასილიადისმა დაადასტურა.

“ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეჩერდეს ჩემპიონატი. მატჩები არ გაიმართება მანამ, სანამ არ შეიქმნება ახალი კანონი, რომელიც ყველა მხარესთან შეთანხმებული და მისაღები იქნება”, - განაცხადა ვასილიადისმა.

ERT.gr-ცნობით კი, ფიფა და უეფა მომხდარს იძიებს და არაა გამორიცხული ბერძნული კლუბები და ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირებიდან გარკვეული ვადით მოხსნან.

შეგახსენებთ, რომ პაოკის პრეზიდენტი ივან სავიდისი აეკთან მატჩის ბოლო წუთზე მოედანზე შევარდა და მთვარ მსაჯ გეორგიოს კამინისს არჩათვლილი გოლის გამო ემუქრებოდა, თან იარაღიც ჰქონდა (VIDEO).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115524