ფეხბურთი

14:29 | 12.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

აეკი პაოკს ფიფასა და უეფაში უჩივის

ათენის აეკი სალონიკის პაოკის წინააღმდეგ ფიფასა და უეფაში სარჩელის შეტანას აპირებს. აღნიშნულ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. დედაქალაქური გუნდის საჩივრის მიზეზი სუპერლიგის ბოლო ტურში მომხდარი ფაქტი გახდა (VIDEO).

პაოკის პრეზიდენტი ივან სავიდისი მოედანზე იარაღით შევარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მსაჯმა სალონიკურ გუნდს თამაშგარის გამო გოლი არ ჩაუთვალა. თამაში ინციდენტის შემდეგ შეწყდა.

ივან სავიდისი საქართველოში დაიბადა და რუსეთის მოქალაქეა. 2002-2005 წლამდე “როსტოვის” მფლობელი იყო, 2006-2008 წლებში “სკა ენერგიას” ხელმძღვანელობდა, ხოლო პაოკის პრეზიდენტი 2012 წლიდანაა.

0.116659