ფეხბურთი

0:04 | 12.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “ტოტენჰემმა” მე-3 ადგილზე გადაინაცვლა

პრემიერლიგის 30-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს ორი შეხვედრა გაიმართა. “ტოტენჰემი” გასვლაზე “ბორნმუთს” დაუპირისპირდა და 3 ქულა მოიპოვა, რითაც “ლივერპულს” გადაუსწრო და სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა.

“დეზებისთვის” შეხვედრა ცუდად დაიწყო: მე-7 წუთზე მარჯვენა ფლანგზე ადამ სმიტმა იყოჩაღა, ერთი მეტოქე ჩამოიშორა და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ბურთი უმეთვალყურეოდ დარჩენილ ჟუნიორ სტანისლასს მიუვიდა და ძლიერი დარტყმით უგო ლორისს შანსი არ დაუტოვა. მაურისიო პოჩეტინოს შეგირდებმა წონასწორობა 35-ე წუთზე აღადგინეს: სონმა მარჯვენა ფლანგზე ორიეს გაატანა ბურთი, რომელმაც გადაცემა კარის გასვრივ გააკეთა და დელე ალიმ ახლო მანძილიდან შეაგდო. ტაიმი 1:1 დასრულდა.

“ტოტენჰემი” 62-ე წუთზე სონმა დააწინაურა, რომელმაც დელე ალის გადაცემა შეირგო და ახლო მანძილიდან ეფექტური დარტყმით გაიტანა, ხოლო 87-ე წუთზე კორეელი მოთამაშე კრისტიან ერიკსენმა მეკარესთან პირისპირ დატოვა, რომელიც იოლად მოატყუა, ბურთი ცარიელ კარში შეაგორა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. საბოლოო შედეგი კი 91-ე წუთზე ორიემ დააფიქსირა, რომელმაც ბეგოვიჩის შეცდომით ისარგებლა და თავური დარტყმით შეაგდო - 1:4.

"მამლებისთვის" ცუდი ის მოხდა, რომ პირველ ტაიმში დაშავდა და თამაში ვეღარ განაგრძო ჰარი კეინმა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა პერიოდი ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას.

სამბურთიანი სხვაობით იმარჯვა “არსენალმაც”, რომელმაც “ემირეითს სთედიუმზე” “უოტფორდი” მიიღო და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. მასპინძლებმა ტაიმი შკოდრან მუსტაფის ზუსტი თავურით მოიგეს. 59-ე წუთზე კი ჰენრიხ მხითარიანმა პიერ-ემერიკ ობამეიანგი კარნეზისთან პირისპირ დატოვა, რომელიც იოლად ჩამოიშორა და ბურთი ცარიელ კარში შეაგდო. სამ წუთში სტუმრებს ანგარიშის შემცირება შეეძლო, მაგრამ ტროი დინმა 11-მეტრიანის ნიშნულიდან პეტრ ჩეხს ვერ აჯობა. ლონდონელებმა მესამე გოლი 77-ე წუთზე გაიტანეს: ამჯერად ობამეიანგმა გაუკეთა საგოლე გადაცემა მხითარიანს – 3:0.

“არსენალს” ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის ძალიან მიზერული შანსი აქვს: მე-4 ადგილოსან “ლივერპულს” 12 ქულით ჩამორჩებიან.

ბორნმუთი – ტოტენჰემი 1:4 (1:1)

გოლები: 1:0 სტანისლასი (7), 1:1 ალი (35), 1:2, 1:3 სონი (62; 87), 1:4 ორიე (91)

არსენალი – უოტფორდი 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 მუსტაფი (8), 2:0 ობამეიანგი (59), 3:0 მხითარიანი (77)

62-ე წუთზე დინმა (უ) პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.158894