ფეხბურთი

23:00 | 11.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტოლისომ შესაძლოა სანაკრებო მატჩები გამოტოვოს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა კორინტენ ტოლისომ "ჰამბურგთან" მატჩის დროს ვასილიე იანიჩიჩთან შეჯახების დროს წვივი დაიზიანა და მოედანი 65-ე წუთზე დატოვა. "რეკორდმაისტერთა" თავკაცმა კი აღნიშნა, რომ ფეხბურთელს მძიმე ტკივილები ჰქონდა და ჯერჯერობით დაზიანების ხარისხის შესახებ არაფერი იცის.

იმ შემთხვევაში თუ ტოლისოს რამდენიმე კვირა გაუცდება, ფეხბურთელს მოუწევს ჩემპიონთა ლიგის მატჩის გამოტოვება და ასევე, საფრანგეთის ნაკრების თავკაცმა დიდიე დეშამმა მარტის ამხანაგური მატჩებისთვის შემადგენლობა უნდა დაასახელოს, კორენტინი კი კოლუმბიასთან და რუსეთთან მატჩებს ვერ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111098