კალათბურთი

10:20 | 11.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

“რუსთავი” შინაურ არენაზე “კაკტუსთან” დამარცხდა

სუპერლიგის 21-ე ტური საინტერესოდ მიმდინარეობს. დღეს თბილისის შემდეგ მატჩი გაიმართა რუსთავში, სადაც სათამაშოდ “კაკტუსი” ჩავიდა და ბევრისთვის მოულოდნელი შედეგიც დააფიქსირა. დაკარგული ქულებით მეორე ადგილზე მყოფი “რუსთავი” საკუთარ მოედანზე დამარცხდა “კაკტუსთან” – 68:75.

თბილისურ გუნდს 22 ქულით დეანდრე პარკსმა ულიდერა. 15 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა ანატოლი ბოისას. მასპინძელთა გუნდში 13-13 ქულა რეზო ჩაჩანიძემ და ლევან ცეკვავამ დააგროვეს. 12-12 ქულა ტაირელ ნელსონისა და ბრაიან ბერნარდის ანგარიშზე დაგროვდა.

21-ე ტურის ბოლო მატჩი ხვალ, 11 მარტს, ბათუმში გაიმართება, სადაც ადგილობრივ გუნდს “ოლიმპი” შეხვდება.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106906