სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

0:29 | 11.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" დოპლომატია...
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ტური ტურს მისდევს, მაგრამ გერმანიის ბუნდესლიგაში არაფერი იცვლება. მხოლოდ და მხოლოდ მცირდება დრო იქამდე, სანამ “ბაიერნი” ჩემპიონობას ოფიციალურად გაიფორმებს. ამჯერად მდევართან სხვაობა “სულ რაღაც” 20 ქულაა...

იუპ ჰაინკესის გუნდს მორიგი ვარჯიში “ალიანც არენაზე” ჰქონდა. ამ თამაშს ინტრიგა რომ არ ექნებოდა, დაწყებამდე იყო ცნობილი, რადგან მიუნხენში “ჰამბურგი” ჩავიდა. გუნდი, რომელიც ბოლოსწინა პოზიციაზე უიმედოდაა დალექილი, გუნდი, რომელიც ბოლო პერიოდში “ბაიერნთან” სეზონში ერთხელ მაინც კატასტროფული სხვაობით აგებს.

2:9, 0:8 (ორჯერ), 0:6, 0:5, 0:4 – თავად განსაჯეთ. ახალი არც დღეს მომხდარა რამე და “რეკორდმაისტერმა” მეტოქე არ დაინდო. 20 წუთი მიილია და მასპინძლები უკვე 3:0 იგებდნენ. ლევანდოვსკის დუბლითა და ფრანკ რიბერის გოლებით. კიდევ კარგი, “ბაიერნმა” ადამიანობა გამოიჩინა და გაჩერდა, თორემ თავისუფლად შეეძლო ორნიშნა ციფრზე ასვლა.

იუპ ჰაინკესის ბიჭებმა კი, ამის ნაცვლად “დიპლომატობა” გამოამჟღავნეს და პირველ ტაიმში გატანილ 3 გოლს, მეორეშიც ამდენივე დაუმატეს. მოკლედ, ტრადიცია გაგრძელდა და ბავარიელებმა ჩრდილოელები გააცამტვერეს. ამჯერად – 6:0. “ბაიერნი” როგორც უკვე აღვნიშნეთ, 20 ქულით ლიდერობს ჩემპიონატს, მაშინ, როდესაც “ჰამბურგი” სამშვიდობო ზონას 7 ქულით ჩამორჩება და ისტორიაში პირველად ბუნდესლიგის დატოვების რეალური საფრთხის წინაშეა.

სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია “ლევერკუზენის” გამარჯვება "გლადბახთან" მოიპოვა და მესამე ადგილზე აღზევდა. "ფარმაცევტებს" "ბორუსიასთან" ზედმეტი პრობლემა არ შექმნიათ და წესით, ოთხეულში მოხვედრა სეზონის ბოლოს არ გაუჭირდება, რადგან საკმაოდ სტაბილურად ატარებს მეორე წრეს.

თავის მხრივ, ევროზონაში მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს “ჰოფენჰაიმი”. “სოფლელელებმა” საკუთარ მოედანზე “ვოლფსბურგი” დაამარცხეს ადვილად 3:0. “მგლების” საქმეები კი არ მიდის კარგად – 25 ქულა და სპალეი-აუთო ადგილი, რაც რა თქმა უნდა, ერთ დროს ამბიციური “ვოლფსბურგისთვის” საამაყო შედეგი ნამდვილად არაა.

სამაგიეროდ, ყველაფერი რიგზე აქვს “აუგსბურგს”, რომელმაც სტუმრად “ჰანოვერი” დაამარცხა, ხოლო ბერლინში, “ჰერტა” და “ფრაიბურგი” უგოლოდ დაშორდნენ.

“ბაიერნი” – “ჰამბურგი” 6:0 (3:0)

გოლები: 1:0 რიბერი (8), 2:0 ლევანდოვსკი (12), 3:0 ლევანდოვსკი (19), 4:0 რობენი (55), 5:0 რიბერი (81), 6:0 ლევანდოვსკი (90, პენ)

“ჰანოვერი” – “აუგსბურგი” 1:3 (1:2)

გოლები: 0:1 გრეგორიტში (26), 1:1 სანე (37), 1:2 კაჩარი (45), 1:3 გრეგორიტში (83)

“ჰერტა” – “ფრაიბურგი” 0:0 (0:0)

“ჰოფენჰაიმი” – “ვოლფსბურგი” 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 შულცი (18), 2:0 გნაბრი (77), 3:0 გილავოჯი (80, ა.გ)

“ლევერკუზენი” – “გლადბახი” 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ალარიო (39), 2:0 ბრანდტი (90)

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.108825
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X