ფეხბურთი

23:50 | 10.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ვესტ ჰემის" თამაშისას სტადიონზე ქომაგები შევარდნენ

„ვესტ ჰემის“ გულშემატკივრებს როგორც ჩანს, მობეზრდათ საყვარელი გუნდის უნიათო თამაში და პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს. ლონდონელები დღეს „ბარნლისთან“ საკუთარ მოედანზე 0:3 განადგურდნდენ, ხოლო პირველი გაშვებული გოლის შემდეგ მოედანზე მასპინძელთა რამდენიმე ქომაგი შეიჭრა და ფეხბურთელებთან სიტუაციის გარკვევა სცადეს.

აღსანიშნავია, რომ შემდეგ „ჩაქუჩებმა“ კიდევ ორი გაუშვეს, ხოლო გუნდის მფლობელებს, დევიდ გოლდსა და დევიდ სალივანს მატჩის დასრულებამდე, უსაფრთხოების მიზნით დაატოვებინეს სტადიონი.

საერთოდ, „ვესტ ჰემის“ ფანები ინგლისში თავისი ემოციურობითა და ხისტი ხასიათი სახელგანთქმულნი არიან. დევიდ მოიესის გუნდის მდგომარეობა კი საკმაოდ მძიმეა, მე-16 ადგილზე იმყოფება 30 ქულით და პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

თეგებივესტ ჰემი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111767