ფეხბურთი

20:13 | 10.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალო" ლიდერია, "კოლხეთი" - აუტსაიდერი

ეროვნული ლიგის მეორე ტურის შემდეგ ლიდერიც გამოიკვეთა და აუტსაიდერიც. ზესტაფონში, „დავით აბაშიძეზე“ „კოლხეთმა“ „საბურთალოს“ უმასპინძლა, მაგრამ სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

ეს სრულად მეორე ტაიმზე ითქმის, თორემ პირველი ნახევრის შემდეგ ფოთელები მეტოქეს ლაშა გოგონაიას გოლით ამარცხებდნენ. აი, მეორე ტაიმში თამაშის სცენარი რადიკალურად შეიცვალა და თბილისურმა გუნდმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. „საბურთალოს“ სულ რაღაც 7 წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ წინ დაწინაურებულიყო.

გორგიაშვილმა გაათანაბრა, ხოლო კოხრეიძემ წინ გაიყვანა თავისიანები. ბოლოსკენ უკვე რეხვიაშვილმა და ტატანაშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.

„საბურთალო“ ჯერჯერობით ერთადერთია ეროვნულ ლიგაში, რომელსაც ორი ტურის თავზე ქულაც არ დაუკარგავს, ხოლო „კოლხეთი“ პირიქით - უქულოდაა. თუმცა, ფოთელთა მდგომარეობის სიმძიმე ბურთების ბალანსიდანაც ჩანს: 2:10.

„კოლხეთი“ – „საბურთალო“ 1:4 (1:0)

გოლები: 1:0 გოგონაია (20, პენ), 1:1 გორგიაშვილი (47), 1:2 კოხრეიძე (54), 1:3 რეხვიაშვილი (76), 1:4 ტატანაშვილი (88, პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.148434