ფეხბურთი

12:28 | 10.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

კავანი იტალიისკენ მიისწრაფვის

ფრანგული “პარი სენ ჟერმენი” ზაფხულში შესაძლოა ედინსონ კავანიმ დატოვოს. Le Parisien-ის ინფორმაციით, ურუგვაელი ფორვარდი პარიზში თავს კომფორტულად აღარ გრძნობს და იტალიაში დაბრუნება სურს.

წყაროს ცნობით, “იუვენტუსი” და “მილანი” მართლაც ფიქრობენ კავანის მიწვევაზე, მაგრამ ყველაფერის ფეხბურთელის მაღალი გასამრჯელო აფერხებს. თანაც, სავარაუდოა, რომ პსჟ მას 60 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ “რეალთან” მარცხის შემდეგ პარიზელთა შესახებ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. მათ შორის ისიც, თითქოს ზაფხულში გუნდს რამდენიმე, აქამდე შეუცვლელი წევრი დატოვებს.

0.119238