სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

10:35 | 10.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილია: "გამარჯვებულის მენტალიტეტი უნდა შევიქმნათ"
"იუვენტუსში" თამაში ჩემი ოცნებაა და ყველაფერს გავაკეთებ, ეს რომ მოხდეს"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ვაკო გვილია ბოლო პერიოდში საქართველოს გამორჩეული ფეხბურთელია. 23 წლის ნახევარმცველი ბორისოვის “ბატედან” შვეიცარიულ “ლუცერნს” იანვრის ბოლოს შეუერთდა და დიდი დრო არ დასჭირვებია, რომ გუნდის წამყვანი ფიგურა გამხდარიყო.

“ლუცერნში” გვილიას ანგარიშზე 4 მატჩი, 1 საგოლე პასი და 2 ტურის სიმბოლური ნაკრებია. ეს, ადაპატაციის პერიოდისთვის მწირი მონაგარი სულაც არაა. რაც მთავარია, ჩანს, რომ ჩვენებურს შვეიცარიულ გუნდში ენდობიან და ნდობას თავადაც ამართლებს.

WORLDSPORT.GE ვაკო გვილიას შვეიცარიაში დაუკავშირდა და ბევრ საინტერესო თემაზე ესაუბრა. გვილიამ “ბატეში” გატარებული პერიოდი გაიხსენა, ისაუბრა საქართველოს ნაკრებზე, ვლადიმირ ვაისზე, საოცნებო გუნდზე - ყველაფერს ქვემოთ ამოიკითხავთ...

ადაპტაციის პერიოდი

“ლუცერნს” ძალიან კარგად შევეწყვე. ხელმძღვანელობამ, მწვრთნელებმა, ფეხბურთელებმა ძალიან კარგად და თბილად მიმიღეს. ყველაფერს სცდილობენ, რომ თავი უცხოდ არ ვიგრძნო, გვერდში მიდგანან. ენობრივი პრობლემაც განსაკუთრებით არ მაქვს, რადგან თითქმის ყველამ იცის ინგლისური ენა. თუმცა, აქ გერმანულად საუბრობენ და ამიტომ, უკვე დავიწყე სწავლა. იმედია, მალე ეს ბარიერიც აღარ იქნება. კონტრაქტი 2.5 წლიანია და თუ ბოლო სეზონში 50% ვითამაშებ, 1 წლით ავტომატურად გახანგრძლივდება.

“ბატე”

თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო. ვთამაშობდი რეგულარურად, გოლებიც გამქონდა. სწორედ “ბატედან” მოვხვდი ეროვნულ ნაკრებში, გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი. თუმცა, ნახევარი წლის შემდეგ, ჩემდამი დამოკიდებულება შეიცვალა. ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც საქართველოს ნაკრების თამაშებს დაემთხვა კლუბის თამაშები. ვთხოვე, რომ გავეშვი ნაკრებში, რადგან მანამდე ხუთი მატჩი ძირითადში ვერ ვხდებოდი. უკან რომ დავბრუნდებოდი, მზად ვიქნებოდი და ეს ყველასთვის უკეთესი იქნებოდა – ნაკრებისთვისაც და კლუბისთვისაც, ფორმაში ვიქნებოდი. მაგრამ, უარი მითხრეს. სწორედ მაშინ, ვარჯიშზე კოჭი გადამიბრუნდა, თუმცა ნაკრებში მაინ წავედი. სამი დღე არ მივარჯიშია. ეს იყო ნევისისა და სენტ კისტის ნაკრებთან მატჩისწინ, რომელიც გამოვტოვე. მოლდოვასთან მოსამზადებელ პერიოდში კი, ტკივილგამაყუჩებლები გავიკეთე, მაგრამ ფეხი ისევ მაწუხებდა. ასეთ მდგომარეობაში კი ნაკრებს ვერ გამოვადგებოდი, ამიტომ მივედი ვლადიმირ ვაისთან, ავუხსენი სიტუაცია და ვუთხარი, რომ თუ საჭირო ვიქნებოდი და სხვა გზა არ დარჩებოდა, 10-15 წუთი ვითამაშებდი, ყველაფერს გავაკეთებდი, რაც ჩემზე იქნებოდა დამოკიდებული. შემდეგ “ბატეში” დავბრუნდი, სამი კვირა ვმკურნალობდი და აღარ მათამაშებდნენ.

შედარება: “ბატე” და “ლუცერნი”

“ბატეში” ყველაფერი იყო იმისთვის, რომ ფეხბურთელს თავი იდეალურად ეგრძნო, რადგან გინდა, არ გინდა, ეს გუნდი ბელარუსის ჩემპიონი სისტემატურად ხდება და ევროტურნირებზეც ყოველთვის მონაწილეობს. პირობები მართლაც ძალიან კარგი იყო. თუმცა, ბელარუსში ასეთი მხოლოდ “ბატეა”, ხოლო აქ ყველა გუნდს აქვს მაღალი დონის პირობები, ინფრასტრუქტურა. ძალიან დიდი განსხვავებაა ბელარუსსა და შვეიცარიას შორის. უშუალოდ გუნდებს რაც შეეხება, ორივეგან კარგი, მაღალი დონის პირობებია, დაახლოებით ერთ დონეზე.

“ლუცერნის” პროგრესი, ვაკოს ეფექტი

სანამ, მე გუნდში მივიდოდი, ახალი მწვრთნელი, 39 წლის ხერარდო სეოანე დაინიშნა სამი კვირით ადრე. ძლიერი სპეციალისტია, პირველივე ვარჯიშებიდან გამოჩნდა ეს. კარგი ტაქტიკოსია, ძალიან კარგი მოტივატორია, უყვარს თავისი საქმე. პირველ რიგში სწორედ მისი დამსახურებაა გუნდის წარმატებული თამაში. მე ყველანაირად ვცდილობ, რომ გუნდს დავეხმარო, დანარჩენი კი, სამწვრთბელო შტაბის გადასწყვეტია. ისე კი, მითხრეს, ძალიან მოხარულები ვართ, ჩვენთან რომ გადმოხვედიო.

კომფორტული პოზიცია

მოედნის ცენტრში ნებისმიერ პოზიაციაზე შემიძლია თამაში და მომწონს კიდეც. ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა მართლაც არ აქვს, იქ ვითამაშებ, სადაც გუნდს დავჭირდები და მთავარია, რომ ვითამაშო. თუმცა, ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო მაინც, ე.წ Box to Box-ის პოზიციაა.

საქართველოს ნაკრები და მარტის სპარინგები

მიუხედავად იმისა, რომ ახლა ამხანაგური მატჩები გვაქვს, შედეგიც მნიშვნელოვანი იქნება. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, თამაშის ხარისხი, შეთამაშება და დეტალების დახვეწა იქნება მნიშვნელოვანი ამ ორ შეხვედრაში, მაგრამ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ ამხანაგური მატჩებია, რადგან სწორედ გამარჯვებებით იბადება გამარჯვებულის მენტალიტეტი. ეს უნდა ჩამოვიყალიბოთ, ვინაიდან ძალიან გვჭირდება. მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა გავიდეთ, სხვანაირად არ შეიძლება. ეს მატჩები, ყოველი ვარჯიში და შეკრება, მოსამზადებელი ეტაპი იქნება ერთა ლიგისთვის. არ აქვს მნიშვნელობა ვარჯიში იქნება, სპარინგი თუ ოფიციალური მატჩი, ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და გამოვიყენოთ ის დრო, რაც ნაკრებში გვეძლევა.

ერთა ლიგა

ჩემი აზრით, ჩვენი მთავარი კონკურენტი საკუთარი თავი იქნება. თუ ბოლომდე არ დავიხარჯებით და მეტოქეს არ დავაფასებთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კონკურეტული მატჩისთვის მზად ვიყოთ 100%-ზე მეტით და კონცენტრირებული ერთ კონკრეტულ მატჩზე, რომელიც იმ მომენტში იქნება. არა მომავალზე და მთლიანად ჯგუფზე. თუ ყველა თამაშს ასე მივუდგებით, გავალთ მოედანზე მოსაგებად, დავდებთ ყველაფერს, სულს, გულს, რაც გაგვაჩნია, მაშინ აუცილებლად მოვა გამარჯვებები და შესაბამისად, ამას მოჰყვება ის, რომ მივაღწევთ იმ საოცნებო სურვილს, რომელიც დიდი ხანია ქართველ გულშემატკივარს აქვს.

ვლადიმირ ვაისი

პირველ რიგში ვლადიმირ ვაისის დიდი მადლობელი ვარ, რადგან საქართველოს ნაკრებში სწორედ მან გამომიძახა და დებიუტი მის ხელში მქონდა. სწორედ ვაისმა ამიხდინა ბავშვობის და ჩემი მთელი ცხოვრების ოცნება. ჩემის მხრივ კი, ყველაფერს ვაკეთებდი, ვაკეთებ და გავაკეთებ, რომ იმედი არ გავუცრუო. რაც შეეხება პირადი მოსაზრების გარეშე შეფასებას – როგორც მწვრთნელი ძალიან ძლიერია და ეს მან დაამტკიცა, როდესაც სლოვაკეთის ნაკრებში იყო. გარდა ამისა, ჩვენს ნაკრებსაც თამაშის მხრივ პროგრესი აქვს და ეს პირდაპირ მისი დამსახურებაა. რა თქმა უნდა, შედეგი პირველ ადგილზე დგას ფეხბურთში და ზოგადად ყველაფერში, მაგრამ ეს შედეგი არსაიდან ვერ გაჩნდება. მას, რაღაც წინაპირობა უნდა უძღოდეს. ახლა ზუსტად იმ ფეხბურთს ვაჩვენებთ და იქეთკენ მივდივართ, რომ ეს შედეგი მოვიდეს. ძალიან მომთხოვნი სპეციალისტია. ვარჯიშებზეც კი მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. ამასთან ტაქტიკურად განსაწავლულია, რაც მთავარია, რომ პიროვნულად შესანიშნავი ადამიანია, ყველასთან კარგ ურთიერთობა აქვს და ამას ბიჭებიც აღნიშნავენ. ყველაფერთან ერთად, კეთილი ადამიანია. ასევე, ემოციური მწვრთნელია, მას შეუძლია გვიყვიროს, მაგრამ ეს ნორმალურია და ასეც უნდა იყოს, რადგამ ფეხბურთი ემოციის გარეშე წარმოუდგენელია. ნამდვილად დადებითი ადამიანია. საქართველოში ბევრი ფიქრობს, რომ მოგება არ აქვს, მაგრამ მეორე მხარეც არის – შევხედოთ თუნდაც, ავსტრიასთან საგარეო მატჩს, თუნდაც უელსთან, სერბეთთან შეხვედრებს. მე მქონდა სერბეთის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტთან საუბრის შესაძლებლობა, რადგან მინსკის “დინამოშია” და მითხრა, რომ საქართველოშიც და სერბეთშიც ძალიან მოგვეწონა საქართველოს ნაკრების თამაში და გაგვიჭირდაო. თბილისში, მოგებისთვის სერბი ფეხბურთელებისთვის ორმაგი პრემიები მიუციათ, რადგან დიდი წინააღმდეგობა გავუწიეთ.

საუკეთესო პარტნიორი საქართველოს ნაკრებში

ვერ გამოვარჩევ კონკრეტულად რომელიმე ფეხბურთელს. ვფიქრობ, ყველასთან კარგად ვარ შეთამაშებული და მთავარია, რომ ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ, ვეხმარებით, რასაც პირადად მე, ნაკრებში ყოფნის პირველივე დღიდან ვგრძნობ და ასე უნდა გავაგრძელოთ!

უახლოესი მიზნები

კონცენტრაცია დღევანდელ დღეზე და არა იმაზე, რა იყო წარსულში, რა იქნება მომავალში. აწმყოზე კონცენტრირება წარმატების კარგი ფორმულაა. ვფიქრობ, ზოგადად ადამიანის ბუნებაშია ზედმეტი ფიქრი წარსულზე და მომავალზე, ხოლო დღევანდელი დღით ცხოვრება გვავიწყდება. მინდა, რომ გავიზარდო, დავიხვეწო, როგორც ფეხბურთელი და უფრო მაღალ დონეზე, უკეთეს ჩემპიონატებში ვითამაშო. რატომაც არა? ყველაფერი შესაძლებელია თუ ბოლომდე დავიხარჯები, ყველაფერს გავაკეთებ, რაც საჭიროა.

ბერლინური ინტერესი

კონკრეტული საუბარი ბერლინის “ჰერტასთან” არ მქონია. მეც პრესის საშუალებით გავიგე ეს ყველაფერი და შეიძლება ითქვას, ჭორები იყო. ჩემთვის ნამდვილად არავის მოუმართავს. იყო თუ არა, ინტერესი რეალურად, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით.

გამორჩეული მატჩი საქართველოს ნაკრებში

სიმართლე გითხრათ, მე ვერ გამოვყოფ ჩემს თამაშს. ეს უფრო მწვრთნელების და გულშემატკივრის შესაფასაბელია, მაგრამ ემოციების დონეზე, ყველა თამაში ჩემთვის გამორჩეულია. იმიტომ, რომ როდესაც ნაკრებში ვთამაშობ, ძალიან მიხარია, ბედნიერი ვარ. თუმცა, სადებიუტი შეხვედრა მაინც გამორჩეული იყო. დუბლინში სავსე სტადიონის ფონზე. ამასთან რაღა თქმა უნდა, პირველი გოლიც დასამახსოვრებელი გახლდათ, რომელიც ავსტრიას გავუტანე. ვენაში, სტადიონზე იყო ჩემი ოჯახი, მშობლები, ჩემი და და სიძე. ისე, მოხდა, რომ გოლი მაშინ გავიტანე, როდესაც ჩემი ახლობლები სტადიონზე იყვნენ.

სასურველი ჩემპიონატი

ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, რომ ინგლისის პრემიერლიგაში ითამაშოს, რადგან ეს ჩემპიონატი სხვა დონეზეა. ფეხბურთი რელიგიასავითაა. კონკრეტულად რაც შეეხება, ტურინის “იუვენტუსის” გულშემატკივარ ვარ და ამ გუნდში მოხვედრა ჩემი ოცნებაა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ოცნება ამიხდეს.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.111762
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X