ფეხბურთი

19:25 | 9.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

კიმიხმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა იოზუა კიმიხმა "ბაიერნთან" კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა და გუნდში 2023 წლამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია მიუნხენური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

კიმიხი "შტუტგარტის" აკადემიის აღზრდილია და "ბაიერნში" 2015 წელს გადავიდა. მას შემდეგ მიუნხენური გუნდის მაისურით იოზუამ 109 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 13 გოლი და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მიმდინარე სეზონში გერმანელი კარგად ასპარეზობს და 33 შეხვედრაში მეტოქეთა კარი ოთხჯერ აიღო და თანაგუნდელებს 13-ჯერ გაატანინა. ასევე, მიმდინარე სათამაშო წელს ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონით გაიზარდა და 40 მილიონ ევროს შეადგენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109803