ფეხბურთი

15:58 | 9.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა "ბარსელონას" შეუთვალა: "დამაბრუნეთ!"

ესპანური Mundo deportivo-სა და ფრანგული საიტების ცნობითაც, ნეიმარს პსჟ-დან "ბარსელონაში" დაბრუნება სურს. როგორც წერენ, 222-მილიონიან ბრაზილიელს პსჟ-ში ყოფნა არ მოსწონს და ნანობს, რომ ზაფხულში კლუბი შეიცვალა.

ნეიმარს უსაუბრია "ბარსას" ხელმძღვანელებთან და დაბრუნების სურვილი გამოუთქვამს, თუმცა ეს იოლი არ იქნება (რბილად რომ ვთქვათ). გარიგება თუ განხორციელდება, მხოლოდ 2019 წელს. მანამდე ვერა.

ბრაზილიელი პსჟ-ში ჯერ ლამის გადასულიც არ იყო, რომ ედინსონ კავანისთან უთანხმოება მოუვიდა. ამასთან, დღეს გაჩნდა ინფორმაცია, რომ კავანისაც სურს წასვლა, რადგან ნეიმარის მოსვლის შემდეგ, გუნდის ისეთივე მნიშვნელოვან ფიგურად ვეღარ გრძნობს თავს, როგორც ადრე იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113996