ფეხბურთი

23:30 | 8.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰაინკესი ტუხელის კანდიდატურას მხარს უჭერს

მიუნხენის "ბაიერნის" თავკაცმა იუპ ჰაინკესმა განაცხადა, რომ კლუბში ტომას ტუხელი მისი იდეალური მემკვიდრე იქნება. ჰაინკესმა "რეკორდმაისტერები" სეზონის ბოლომდე ჩაიბარა, ხოლო 44 წლის ტუხელი გასული წლის ზაფხულის შემდეგ უმუშევარია.

"ბაიერნის" გასაწვრთნელად ტუხელს კვალიფიკაცია აქვს. "დორტმუნდი" ტომასის ხელმძღვანელობის დროს კარგ ფეხბურთს აჩვენებდა." - განაცხადა Sport Bild-თან საუბრისას ჰაინკესმა.

ტუხელი "დორტმუნდს" ორი სეზონის განმავლობაში წვრთნიდა და მისმა შეგირდებმა 107 მატჩიდან 69 მოიგეს, 20 ფრედ დაასრულეს, ხოლო 18 შეხვედრაში მარცხი განიცადეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120715