ფეხბურთი

22:28 | 8.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში დი მარიას გადაბირებას შეეცდება

მილანის "ინტერი" არგენტინის ეროვნული ნაკრების და "პარი სენ ჟერმენის" შემტევის ანხელ დი მარიას გადაბირებას შეეცდება. ინფორმაციას Tuttosport-ი ავრცელებს.

იტალიური გამოცემის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ "ნერაძური" ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, იტალიელები სამხრეთამერიკელის დამატებას შეეცდებიან. "ინტერი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 51 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება, მესამე და მეოთხე ადგილებზე მყოფ "რომას" და "ლაციოს" კი შესაბამისად ორი და ერთი ქულით ჩამორჩება.

აგრეთვე, Le Parisien-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზაფხულში პსჟ რამდენიმე მოთამაშეს გაუშვებს და მათ შორის ანხელიცაა. მიმდინარე სეზონში დი მარია უშედეგოდ ნამდვილად არ თამაშობს და 34 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა, თანაგუნდელებს კი შედეგიანი გადაცემა 15-ჯერ გაუკეთა. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე აკავშირებს, ხოლო შემტევის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111695