სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

11:55 | 8.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვეს" პირველი, გვარდიოლას ხელწერა, რონალდუს რეკორდები
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩების შემდეგ WORLDSPORT.GE წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს, მიღწევებს, რეკორდებსა და სტატისტიკურ მონაცემებს.

მაშ ასე, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი ერთ გვერდზე:

36 – “მაჩესტერ სიტი” “ეტიჰად სთედიუმზე” 36 წაუგებელი მატჩის შემდგე პირველად დამარცხდა. პეპ გვარდიოლას გუნდს გუშინდლამდე “ჩელსისთან” (1:3) 2016 წლის 3 დეკემბერს ჰქონდა წაგებული.

978 – “სიტიმ” “ბაზელთან” 978 პასი გააკეთა და ეს ჩემპიონთა ლიგის რეკორდია 2003-2004 წლების სეზონიდან მოყოლებული.

5 – მხოლოდ “ბარსელონას” (23), “ბაიერნს” (15) და “რეალს” (11) აქვთ უფრო მეტი მატჩი მოგებული ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისური გუნდების წინააღმდეგ, ვიდრე “იუვენტუსსა” (9) და “ბაზელს” (6).

2 – პრემიერლიგის წარმომადგენლებს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე 36 მატჩიდან მხოლოდ სამი მარცხი ჰქონდათ, სანამ “ტოტენჰემი” და “სიტი” გუშინ დამარცხდებოდნენ.

28 – პაულო დიბალამ ჩემპიონთა ლიგაზე 28 უშედეგო დარტყმის შემდეგ გაიტანა.

02:49 – “იუვენტუსის” პირველ და მეორე გოლებს შორის სხვაობა 02:49 წუთი იყო.

1 – “იუვენტუსმა” “ტოტენჰემთან” პირველად კარში 63:23 წუთზე დაარტყა და გოლი გაიტანა (გონსალო იგუაინი).

22 – სონ ჰონგ-მინმა მიმდინარე სეზონში “უემბლიზე” 22 გოლში მიიღო მონაწილეობა (14 გოლი, 8 პასი) 23 თამაშში.

10 – მხოლოდ სერხიო აგუერომ (18) და კევინ დე ბრუინმა (11) მიიღეს უფრო მეტ გატანილ გოლში მონაწილეობა 2018 წელს “სიტის” ფეხბურთელებს შორის, ვიდრე ბერნარდო სილვამ (10, 5 გოლი, 5 პასი).

13 – გაბრიელ ჟესუსმა პირველი გოლი გაიტანა 2017 წლის 18 ნოემბრის შემდეგ და 13 მატჩიანი პირადი უგოლო სერია დაასრულა.

17 და 283 – ფილ ფოდენი ყველაზე ახალგაზრდა ინგლისელია, რომელმაც ინგლისური გუნდის რიგებში ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ითამაშა (17 წელი და 283 დღე).

1 – “პარი სენ ჟერმენმა” პირველი საშინაო თამაში წააგო 2016 წლის მარტის შემდეგ (“მონაკოსთან” 0:2). წაუგებელი სერია 51 მატჩი გაგრძელდა (42 მოგება, 9 ფრე).

8 – “ლივერპული” მეოთხედფინალში 2008-2009 წლების სეზონის შემდეგ პირველად გავიდა.

8 – “რეალი” მეოთხედფინალში ზედიზედ მერვედ გავიდა და უკეთესი შედეგი მხოლოდ “ბარსელონას” აქვს (10).

5 – ლასანა დიარა მეხუთე ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე “რეალისთვის” და პსჟ-სთვის ითამაშა (ნიკოლას ანელკას, დევიდ ბექჰემის, ანხელ დი მარიასა და ხესეს შემდეგ).

33 – სერხიო რამოსმა ჩემპიონთა ლიგაზე 33-ე ყვითელი ბარათი მიიღო და ეს ტურნირის რეკორდია.

3 – მარკო ვერატის წითელი ბარათი 2012-2013 წლების სეზონიდან პსჟ-სთვის მესამე იყო ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში და ამ პერიოდში უფრო მეტი ფეხბურთელი მხოლოდ “პორტუსა” და “ბაიერნს” გაუძევეს (4).

3 – პსჟ-ს ბოლო ოთხი წითელი ბარათიდან სამი მარკო ვერატიმ მიიღო.

9 – კრიშტიანუ რონალდუმ ზედიზედ მეცხრე მატჩში შეძლო გოლის გატანა (14 გოლი) ჩემპიონთა ლიგაზე და რუუდ ვან ნისტელროის რეკორდი გაიმეორა (12 გოლი).

9 – ედინსონ კავანი პირველ ტაიმში ბურთს მხოლოდ ცხრაჯერ შეეხო და ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო.

3 – პსჟ-მ პირველ ტაიმში კარისკენ მხოლოდ სამჯერ დაარტყა და ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩში ბოლოს ასეთი ცუდი მაჩვენებელი 2015 წლის ოქტომბერში ჰქონდა (მაშინაც “რეალთან”).

0 – “ლივერპულმა” პირველ ტაიმში კარში ვერ დაარტყა და მიმდინარე სეზონში ასეთი რამ მეორედ დაემართა (პირველად “ჩელსისთან” 25 ნოემბერს).

100 – ქარიმ ბენზემა მესამე ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე მეასედ ითამაშა (ტიერი ანრი 112, პატრის ევრა 108).

1 – “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ინგლისური ბარიერი ზედიზედ 4 მარცხის შემდეგ პირველად დაძლია.

330 – პაულო დიბალამ 330 დღის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა.

5 – “იუვენტუსმა” პირველ ტაიმში კარში 5 დარტყმა მიიღო და მიმდინარე სეზონში ასეთი ცუდი შედეგი არ ჰქონია.

1 – გონსალო იგუაინმა “იუვენტუსის” მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე ერთ თამაშში გოლი და საგოლე პასი პირველად გააკეთა.

117 – კრიშტიანუ რონალდუს ჩემპიონთა ლიგაზე 117 გოლი აქვს გატანილი და ეს 117 გუნდზე უკეთესი შედეგია.

6 – კაზემირომ მიმდინარე სეზონში 6 გოლი გაიტანა და ეს მისი პირადი რეკორდია “რეალში” თამაშისას.

56 – იკერ კასილიასს ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი მშრალი მატჩი აქვს (56).

8 – 2018 წელს ლუკას ვასკესს ლიონელ მესის დარად 8 საგოლე პასი აქვს გაკეთებული (ყველა ტურნირის ჩათვლით) და ეს ლა ლიგის ფეხბურთელებს შორის საუკეთესო შედეგია.

96.4% - მარკო ასენსიომ პსჟ-სთან პირველ ტაიმში 28-დან 27 პასი ზუსტად შეასრულა.

0 – “რეალს” ბოლო 16 მატჩი არ წაუგია (14 მოგება, 2 ფრე), როდესაც მატეო კოვაჩიჩი მოედანზე იყო (ჩემპიონთა ლიგაზე).

2 – სამი ხედირამ “იუვენტუსისთვის” მეასედ ითამაშა და ჩემპიონთა ლიგაზე მიმდინარე სეზონში მეორე საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.115053
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X