ფეხბურთი

22:25 | 7.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეშმა ცხვირი მოიწმინდა და რონალდუს შეაწმინდა (+VIDEO)

"პარი სენ ჟერმენისა" და "რეალის" შეხვედრაში (1:2) კრიშტიანუ რონალდუსა და დანი ალვეშის დუელი არაერთხელ შედგა. ერთ-ერთ ეპიზოდში, პორტუგალიელმა ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის პანღურის ამორტყმა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.

ვალში არც ალვეში დარჩენილა და საკმაოდ უცნაური რამ გააკეთა: ცხვირი მოიწმინდა და რონალდუს მაისურზე შეაწმინდა.

შეგახსენებთ, რომ "რეალმა" ფრანგული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ორი მატჩის ჯამში 5:2 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

0.115129