ფეხბურთი

19:45 | 7.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

“რატომ ასტორი და არა მაზიელო?” – სკანდალური ბანერი იტალიაში

ფლორენციის “ფიორენტინას” კაპიტნის, დავიდე ასტორის მოულოდნელ გარდაცვალებას რა თქმა დიდი რეზიუმე მოჰყვა. აღნიშნულმა ტრაგედიამ იტალიური საფეხბურთო სამყარო და მათ შორის, ერთმანეთზე გადამტერებული ტიფოზებიც კი გააერთიანა.

თუმცა, საფეხბურთო კლუბ “ბარის” გულშემატკივრები გამონაკლისია. მათ ქალაქში მეტად სკანდალური ბანერი გამოფინეს: “რატომ ასტორი და არა მაზიელო?!”

საქმე ისაა, რომ ანდრეა მაზიელო, რომელიც ამჯერად “ატალანტას” რიგებში ირჯება, “ბარის” ყოფილი ფეხბურთელია და ტიფოზებს თვალში არ მოსდით. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი, 2011 წელს, პულიურ დერბიში, “ლეჩესთან” შეხვედრაში გატანილი ავტოგოლია.

“ბარის” ქომაგებისთვის კი, “ლეჩეზე” მეტად საძულველი გუნდი დუნიაზე არ არსებობს.

0.127883